ყველაზე სიმპათიური გინეკოლოგი დაქორწინდა - Marao

ყველაზე სიმპათიური გინეკოლოგი დაქორწინდა

2018-10-13 19:55:59+04:00

30 წლის ირაკლი ვერულაშვილი განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დ. გაგუას კლინიკის პიარ-მენეჯერმა ექიმების ფოტოები კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა. ირაკლი ვერულაშვილი 2017 წლის გამოკითხვებში, ყველაზე სიმპათიური ექიმების ტოპ ხუთეულის პირველ-თანრიგოსანია.

ყველაზე სიმპათიური ქართველი ექიმი, გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი და პიარის სპეციალისტი მარიამ ხაბეიშვილი დაქორწინდნენ.

წყვილმა ქორწილი დაახლოებით ორი კვირის წინ გადაიხადა, მაგრამ ფოტოები სოციალურ ქსელში ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ირაკლი ვერულაშვილი და მარიამ ხაბეიშვილი დაქორწინებამდე რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მარიამი კლინიკა "ინ ვიტროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. უნდა აღინიშნოს, რომ ის ისეთი მშვენიერია, ყველაზე სიმპატიურ ექიმად აღიარებულ გინეკოლოგს ნამდვილად არ ჩამოუვარდება, უფრო მეტიც, როგორც იტყვიან, გოგო ჯობია. იხილეთ ფოტოები