ხალხის ნაწილს სჯერა, რომ ერთ დღეს სამყარო განადგურების პირას აღმოჩნდება და ამაში არა ბუნებრივი მოვლენები და გამოფიტული დედამიწა, არამედ ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ შემუშავებული ვირუსი იქნება დამნაშავე.
ეს ბაცილა ადამიანებს ზომბებად გადააქცევს. იმის შემდეგ, რაც ნარკოტიკი ”ფლაკა“ გავრცელდა, რომელიც მომხმარებელს აზროვნების უნარს უკარგავს და რამდენიმე საათის განმავლობაში ნერვულ აშლილობას მართებს, ზომბი აპოკალიფსის შესახებ არსებული თეორია კიდევ უფრო გამყარდა, ხალხის შიშს კი საფუძველი მიეცა.
გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც ზომბი აპოკალიფსს უვნებლად გადაურჩებიან:
კირჩხიბი
საშიშ სიტუაციაში აღმოჩენილი კირჩხიბი შესაშურ წინდახედულობასა და სიფრთხილეს ავლენს. აქტიურდება მისი ინტუიციაც, რომელიც იშვიათად თუ უმტყუნებს. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულები ყოველდღიურობაში ბევრს წუწუნებენ და ბუზღუნებენ, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში რადიკალურად იცვლებიან და უჩვეულო პოზიტიურობას ავლენენ - მათ სწამთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. სწორედ ეს ოთხი კომპონენტი - რწმენა, სიფრთხილე, წინდახედულობა და ინტუიცია - მას გადარჩენაში დაეხმარება.
ლომი
ლომი, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ სხვების დახმარების ნაცვლად, თავს უშველის. მას არ დააბრკოლებს მოხუცი მეზობლის გადარჩენის შინაგანი ვალდებულება. შეუძლია მანქანა ან მოტოციკლეტი მოიპაროს და ზომბებით სავსე ქალაქს განერიდოს, შემდეგ კი უსაფრთხო ადგილი იქამდე ეძებოს, სანამ არ იპოვის. ამასთან ერთად, ლომი ჭკვიანია და მრავალ გამოსავალს იპოვის ზომბებით სავსე შენობიდან გამოსაღწევად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველა ხერხს იხმარს, რომ უვნებელი დარჩეს. ეგოიზმი და გამჭრიახობა მისი კოზირი აღმოჩნდება, თუ ოდესმე ადამიანები ზომბებად გადაიქცევიან.
ქალწული
ქალწული ბრწყინვალე მოაზროვნეა, მისი გათვლები უმეტესწილად ზუსტია. მას გეგმების შედგენა ეხერხება და წინასწარ ისიც იცის, რა შედეგამდე მიიყვანს მომდევნო ნაბიჯი. დისციპლინა, გეგმიურობა, ლოგიკურობა, სხარტი აზროვნება და ცივი გონებით განსჯის უნარი - ეს თვისებები დაეხმარება გადარჩენაში. გაგრძელება