ბერა ივანიშვილმა მეუღლე კლიპში გადაიღო (+ფოტო/ვიდეო) - Marao

ბერა ივანიშვილმა მეუღლე კლიპში გადაიღო (+ფოტო/ვიდეო)

2018-10-21 23:36:45+04:00

„არაჩვეულებრივი წყვილის პირველი ნამუშევრული ტანდემი. საინტერესოა სიყვარულის ნაამბობი, მოკლე დროში ნაჩვენები განცდები, მუსიკაში ნაგრძნობი სიფაქიზე .. წარმატებები ჩემო მეგობარო“ უწერს ბერას კომენტარებში ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ბერამ წინასწარ დააანონსა, რომ კლიპი დღის სინათლეს 22 ოქტომბერს იხილავს.

ნანუკა და ბერა „ინსტაგრამზე“ თბილ, სასიყვარულო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ და კომპლიმენტებიც არ აყოვნებს. როგორც ჩანს ბერას და ნანუკას გამომწერებს ეს ფოტო ყველაზე მეტად მოეწონათ, რადგან 20k „ლაიქი“ აქვს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ნანუკა ბუნებრივი სილამაზითაა დაჯილდოვებული და იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოს რომელსაც ახლა ხედავთ, ბერამ შემდეგი წარწერა დაურთო- „ინი და იანი“.