„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ სკანდალები გრძელდება. სკანდალების ძირითადი მიზეზი არაორგანიზებულობა და არაპროფესიონალიზმია.
პროექტი დატოვეს ქორეოგრაფმა „ტყუპებმა“ - თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეებმა, უკრაინელმა ქორეოგრაფმა ელენა მუხმა და ამიტომ მეწყვილის გარეშე დარჩა კონკურსანტი გიორგი ორბელაძე, რადგან სწორედ ელენა უწევდა პარტნიორობას გიორგის. ჩვენი ინფორმაციით, პროექტი დატოვა „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ცერიაშვილმაც, რომელიც პროექტის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა.
წინა კვირას პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა ლალი მოროშკინამ. გუშინ „იმედის“ ხელმძღვანელობას წერილი მიუძღვნა ირაკლი კაკაბაძემაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს საკმაოდ ემოციური არასამუშაო დღე იყო
ცეკვავენ ვარსკვლავების შოუს მონაწილეებისათვის. მე მქონდა საუბარი როგორც ქალბატონ ლანა ბერულავასთან, ასევე ჩემს მეგობარ ნოე სულაბერიძესთან, ასევე ლაშა ცერიაშვილთან, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობდა და პროექტის პრაქტიკულად ყველა მონაწილესთან (ნინო ჩხეიძის და გიორგი ორბელაძის გარდა ყველანი ვიყავით დიმიტრი დიკუსარის დაბადების დღეზე, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა).
ჩვენ ამ საერთო შეკრებაზე გადავწყვიტეთ, რომ ლაშას, ეკას და ჩვენი უკრაინელი კოლეგების გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას. ქალბატონ ლანას გვინდა ვუთხრათ, რომ ძირითადი პატიოსანი ადამიანური ურთიერთობის პრინციპი ის არის, რომ ნებისმიერ სასიყვარულო თუ სახელოვნებო პროექტს ვინც იწყებს, ის ამთავრებს. შუა გზაზე ცხენებს არ ცვლიანო. სრულიად მიუღებელია ამ შემადგენლობიდან ნებისმიერი ადამიანის სრულიად გაუგებარი მიზეზებით გაშვება. გაგრძელება