ორი მეგობრის საუბრიდან:
- რა ცხოვრება დამიდგა, ყოველ საღამოს სანთლებთან ერთად ვატარებ.
- ანუ შამპანურის ბოთლი და რომანტიკული ვახშამი ქალთან?
- არა, ბუასილი მაქვს...
***
ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ, ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ არიან. ჰემოროი, ანუ ბუასილი სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კვანძების პათოლოგიური გაფართვებაა, რასაც თან ახლავს აღნიშნულ მიდამოში სისხლის შეგუბება და ტკივილი.
ბუასილის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
ბუასილს თან ახლავს უსიამოვნო სიმპტომები:
სამწუხაროდ, უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპლექსები აქვს. მათ რცხვენიათ აფთიაქში ბუასილის მალამოს ყიდვა, ერიდებათ პროქტოლოგთან მისვლა და ამის გამო ტკივილებსაც ითმენენ. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია და აქ სასირცხვილო არაფერია.
საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლითაც ბუასილის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალებაა მალამო, სახელად - ჰემოპროპინი.
ჰემოპროპინის მალამო შეიცავს დინდგელის და გვირილის ექსტრაქტს, რომელიც დამზადებულია შესაბამის ზეთოვან ბაზაზე (ვაზელინი და ლანოლინი).
• ვაზელინის და ლანოლინის ნარევი უზრუნველყოფს დამცავი ფენის წარმოქმნას (ბუნებრივი ბარიერი) რექტალურ მიდამოსა და შეშუპებული ჰემოროიდული ქსოვილის გარშემო. წარმოქმნილი დამცავი ფენა ხელს უშლის განავალსა და დაზიანებულ ლორწოვან გარსს შორის კონტაქტს. ამავე დროს, ხელს უწყობს დეფეკაციას, რითიც ამცირებს ჰემოროიდული დაავადების მთავარ სიმპტომების: წვის, ქავილის და ტკივილის ინტენსივობას.
• გვირილის ექტრაქტი თავისი ნაზი ტექსტურით უზრუნველყოფს დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენას. ვაზელინთან და ლანოლინთან ერთად მალამოს ანიჭებს რბილ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს მალამოს მარტივად გადანაწილებას კანსა და ლორწოვანზე;
• დინდგელი (პროპოლისი) არის ბენზოური მჟავის ბუნებრივი წყარო, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, რომელიც ასევე წარმოადგენს ბუნებრივ კორსერვანტს და იცავს მალამოს გაფუჭებისგან.
მწვავე პერიოდებში ჰემოპროპინის მალამო, სუფთა ანორექტალურ მიდამოში გამოიყენება 2-ჯერ, დილით და საღამოს. მოგვიანებით, როდესაც სიმპტომები შემსუბუქდება, გამოიყენება მხოლოდ საღამოს.
აღსანიშნავია, რომ ჰემოპროპინის მალამოს კლინიკური ეფექტურობა ვლინდება ჰემოროიდული დაავადების I და II ხარისხის დროს; დადასტურებულია მისი ხანგრძლივად გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება; როგორც ადგილობრივ, ბუნებრივ საშუალებას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია, აქვს ლოკალური ეფექტი. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია მისი გამოყენება.