ალბათ, გაგისინჯავთ ბადრიჯნის და ყაბაყის ხიზილალა. გოგრის ხიზილალა თუ დაგიგემოვნებიათ? მას ძალიან პიკანტური გემო აქვს.
დაგჭირდებათ:
 - გოგრა 500 გ
  - ბულგარული წიწაკა 1 ც
  - ხახვი 1 ც
  - ნიორი 3 კბილი
  - ტომატის პასტა 2 ს/კ
  - მზესუმზირის ზეთი 50 მლ
  - მარილი, პილპილი გემოვნებით
  
 
მომზადება:
 - წიწაკა და ხახვი დაჭერით პატარა კუბებად და მოხრაკეთ ტაფაზე 5-7 წთ. 
  - გოგრა გაასუფთავეთ, დაჭერით კუბებად. დაუმატეთ ხახვს და წიწაკას და მოშუშეთ 25-30 წთ.  მომზადებამდე 5 წუთით ადრე დააყარეთ მარილი, პილპილი, ნიორი და ტომატ-პასტა. 
  - ყველაფერი დააბლენდერეთ.  თუ დაუმატებთ ძმარს (2 ს/კ ნახევარლიტრიან ქილაზე), შესაძლებელი იქნება მისი ზამთრისთვის შენახვა. 
  - მიირთვით პურზე წასმული.