თხის რქა - ალექს უაილერი, „სახლი ტბის პირას“
სევდიანი რაინდი, რომელსაც მზრუნველობა და მოფრთხილება სჭირდება. ამასთან, თავის გართმევა მხოლოდ თხის რქას შეუძლია, რომლის მოთმინება უფრო დიდია, ვიდრე ამ სამყაროში ადამიანური სისულელეა. გამოცანად რჩება, თუ რაში სჭირდება ძლიერ და თავდაჯერებულ ქალს ეს უხელო ჩემოდანი, მაგრამ ვფიქრობთ, მისით კატას ანაცვლებს.
მერწყული - ბილ ტერნერი, „კარიბის ზღვის მეკობრეები“
ახალგაზრდა მერწყულ ქალბატონს შეუძლია დღეში 5 კგ დაიკლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაავიწყდა კერძის მომზადება. ამიტომ მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც დილაობით მიართმევს ყავას, საღამოობით კატლეტებს, ხელფასს კი თვეში ორჯერ გადაუხდის. მაგრამ, თუ მზრუნველი დედის როლს მოირგებს, მაშინ მერწყული გადაწყვეტს, რომ შიმშილი ურჩევნია.
თევზები - ედვარდ ლუისი, „ლამაზმანი“
კლასიკური ჟანრი: ლამაზი, წარმატებული, მდიდარი, მზრუნველი და რომანტიკული. ასეთები იშვიათად ან მხოლოდ მელოდრამებში გვხვდება, მაგრამ თევზებს მათი დაჭერის გასაოცარი უნარი აქვთ. ამასთან, თუ თავად თევზს ისე მოაქვს თავი, როგორც ვივიენს „ლამაზმანიდან“ - ეს კიდევ უფრო მარტივი შემთხვევაა.
ვერძი - ჯეკ დოულსონი, „ტიტანიკი“
ვერძს სჭირდება პარტნიორი, რომელიც თავს არ მოაბეზრებს. გაძლევენ - აიღე, გცემენ - გაიქეცი.
კურო - ჯონი, „9,5 კვირა“
ეტალონური მამრი! „მიყვარს გართობა, განსაკუთრებით, ჭამა“. და თუ საკვებს კუროს მშვენიერი სხეულით აწვდიან, ის, როგორც პიონერი, მუდამ მზადაა! კუროს კი სწორედ ეს სჭირდება.
ტყუპი - ელ მარიაჩი, „დესპერადო (თავზეხელაღებული)"
ამოუცნობი ბნელი პრინცი შინაგანი დრამით. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ არაფერია, სუსტი ეგოს გარდა.
კირჩხიბი - უილიამ უოლესი, „მამაცი გული“
სინამდვილეში ფანჯარასთან პარტნიორის ლოდინი კირჩხიბისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პათოსურ გმირთან საქმის დაჭერა. პათოსი კირჩიხიბს საკუთარიც ჰყოფნის.
ლომი - ჯეიმს ბონდი (ნებისმიერი)
ლომს ყოველთვის ყველაზე გმირული გმირი სჭირდება. სასურველია, მისი ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე ქალები შიშვლდებოდნენ. მაშინ ქალი ლომი კმაყოფილი იქნება.
ქალწული - მისტერ დარსი, „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“
ჭეშმარიტი ჯენლტმენი! კარგად აღზრდილი, განათლებული, ნაზი, მზრუნველი.
სასწორი - სემ უიტი, „მოჩვენება“
ნამდვილი ერთგული ძაღლი: მეპატრონეს სიკვდილის შემდეგაც კი არ მიატოვებს. თუმცა, როგორც წესი, სასწორები იმდენად მაღლა დაფრინავენ ცაში, რომ ნამდვილია თუ მოჩვენება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.
მორიელი - ტონი მონტანა, „ნაიარევი სახე“
რეალურად საშიში კაცი. აუცილებელი არ არის ნარკოტიკების გამსაღებელი იყოს. მთავარია, იყოს თავზეხელაღებული. მაშინ მორიელისთვის საინტერესო იქნება მისი მინიმუმ რამდენიმე კვირით გაღიზიანება.
მშვილდოსანი - რეტ ბატლერი, „ქარწაღებულნი“
ეტალონური გმირი-საყვარელი: ლამაზი, ქარიზმატული, მამაკაცური და სექსუალური ავანტიურისტი. ასეთი კარგი, რა თქმა უნდა, არავის შეხვედრია, გარდა მშვილდოსნისა, რომელიც ამ სიმპათიურთან მანამ დარჩება, ვიდრე სიკვდილი არ დააშორებთ.