ტოპ 5 წიგნი, რომლებიც ქალებმა უნდა წაიკითხონ და რომლებზეც ფილმები გადაიღეს - Marao

ტოპ 5 წიგნი, რომლებიც ქალებმა უნდა წაიკითხონ და რომლებზეც ფილმები გადაიღეს

2018-11-02 10:19:59+04:00

რა ჯობია შემოდგომის წვიმიან ამინდში პლედში გახვევას, გემრიელ ყავას და საინტერესო წიგნის კითხვას?

marao-მ ხუთი საინტერესო წიგნი შეგირჩიათ, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ.

1. მე შენამდე

ლუ კლარმა ბევრი რამ იცის. მაგალითად, რამდენი ნაბიჯია ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე. იცის, რომ თავისი სამუშაო მოსწონს და იმასაც ეჭვობს, რომ თავისი შეყვარებული, პატრიკი სულაც არ უყვარს. თუმცა, ლუს წარმოდგენაც არ აქვს, ცოტა ხანში სამსახურს რომ დაკარგავს და ის, რასაც მომავალი უმზადებს, მის სიცოცხლეს მთლიანად შეცვლის.

უილ ტრეინორმა იცის, რომ ავარიამ სიცოცხლის სურვილი წაართვა. მის გარშემო ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა და გამოიფიტა. იმის შესახებაც იცის, თუ როგორ მოუღოს ამ ყველაფერს ბოლო. თუმცა, უილმა არ იცის, რომ მალე მის სიცოცხლეში ლუ გამოჩნდება და ყოველდღიურობას კვლავ დაუბრუნდება ფერები.

ჯოჯო მოიესის - "მე, შენამდე" მსოფლიო ბესტსელერია, რომელზეც ფილმი გადაიღეს. წიგნის შეძენა 39%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ.

2. "პატარა საყვარელი მატყუარები"

სარა შეპარდის "პატარა საყვარელი მატყუარები" 2006 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა. წიგნმა მალე ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ 2010 წელს ტელეკომპანია ABC Family-მ მასზე დაყრდნობით სერიალი გადაიღო. ისევე, როგორც წიგნი, სერიალიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიყვარულით სარგებლობს.

პენსილვანიის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქში მდიდარი და ლამაზი მერვეკლასელი, ელისონ დილორენტისი გაუჩინარდება. უბედური შემთხვევა მისი ოთხი მეგობრის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის - ისინი ერთმანეთს შორდებიან და იმედი აქვთ, ასე სამუდამოდ გაწყვეტენ კავშირს საზარელ წარსულთან. სამი წლის შემდეგ გოგონების ცხოვრებაში იდუმალი A ჩნდება, რომელიც ელისონის სახელით ემუქრება ყოფილ მეგობრებს. შეძლებენ სპენსერი, ემილი, არია და ჰანა ინკოგნიტო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას, როცა თითოეულს საკუთარი საიდუმლოს გამჟღავნების ეშინია?

შეიძინეთ "პატარა საყვარელი მატყუარები" - სარა შეპარდის ბესტსელერი 38%-იანი ფასდაკლებით

3. "ვამპირის დღიურები"

ფელს ჩერჩის, სკოლის ყველაზე პოპულარული გოგოს, ელენა გილბერტის გულს ქალაქის ახალი მკვიდრი, იდუმალი და სიმპათიური სტეფან სალვატორე იპყრობს, თუმცა ყმაწვილი ელენას ყურადღებას არ აქცევს. გოგონა მეგობრებთან ერთად ფიცს დებს, რომ ბიჭს ხელში ჩაიგდებს. ქალაქში კი მდგომარეობა იძაბება: სალვატორეს უფროსი ძმა, დეიმონი, სტეფანზე შურისძიებას გეგმავს. სალვატორეების იდუმალი ოჯახი, უჩვეულო თავდასხმები, მკვლელობა ჰელოუინის წვეულებაზე, შავსამოსიანი უცნობი და უზარმაზარი ყვავი, რომელიც თვალს არ აშორებს გოგონას.

4. ”გაუჩინარებული ქალი”

ეს ამბავი "იმ დღეს იწყება".

”იმ დღეს” ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიციელი ცდილობს, გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება. თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება...

როგორც ყველა წიგნი, ეს ნაწარმოებიც მთავრდება ათი თვის, ორი კვირისა და ექვსი დღის შემდეგ. ოღონდ არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში. რატომ? ამის გარკვევის ბედნიერება თქვენ ახლა ხელთ გაქვთ.

14 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 7.99 ლარს!

5. "ტრიუმფალური თაღი"

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! - ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის, "ტრიუმფალური თაღის" გმირს - გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს.

ერიხ მარია რემარკის გენიალური ნაწარმოები "პალიტრა L"-სგან! "ტრიუმფალური თაღი" - ყველა დროის ბესტსელერი 38%-იანი ფასდაკლებით.