როგორ გამოიყურებიან საცურაო კოსტიუმებში პრინცესები, პირველი ლედები და პოლიტიკოსი ქალები.
ზაფხული დასრულდა და დაგვიგროვდა ცნობილი მანდილოსნების დასვენების დროს გადაღებული ფოტოები, რომლებსაც პაპარაცები ყველგან უსაფრდებიან.
ჰილარი კლინტონი
მეუღლესთან, აშშ-ის ექსპრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან ერთად ვირჯინიის კუნძულებზე ისვენებდა და ფოტოგრაფებმა პლაჟზე ცეკვის დრო დააფიქსირეს.
მელანი ტრამპი
არასდროს ერიდება თამამი ფოტოების გადაღებას.
კეიტ მიდლტონი
დაქორწინებამდე, 2006 წელს კეიტი და უილიამი იბიცაზე ისვენებდნენ. აქ კეიტს ნამზეურის გამოსაკვეთად თეთრი საცურაო კოსტიუმი აცვია და ჯერ არ იცის, რომ სამ შვილს გააჩენს.
ბეატრისა იორკელი
ელისაბედ II-ის შვილიშვილია. ხმაურიან წვეულებებს სწავლა და განათლების მიღება ურჩევნია.
დონა ბეატრის ბორომეო
პიერ კაზირაგი, მონაკოს ტახტის მემკვიდრე 2015 წელს ცნობილ ჟურნალისტსა და არისტოკრატზე დაქორწინდა. გათხოვებამდე ბეატრისი პოპულარული ქალი იყო. ის გადაიღეს Chanel-ის რეკლამაში.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
ხორვატიის პირველი პრეზიდენტი ქალი. 49 წლის კოლინდა ყველაზე ლამაზ მმართველ ქალთა შორის საპატიო ადგილს იკავებს.
სორაია ისფანდიარი-ბახტიარი, ირანის დედოფალი
შაჰ ფახლევის გოგონა მისი ფოტოს ერთი ნახვით შეუყვარდა. სამწუხაროდ, წყვილი განქორწინდა, დედოფლის უშვილობის გამო.
კაროლინა, მონაკოს პრინცესა
ჰოლივუდის ვარსკვლავის, გრეის კელისა და მონაკოს პრინცის, რენიე III-ის უფროსი შვილია. დედის გარდაცვალების შემდეგ ხელოვნების ფესტივალსა და გრეის კელის ფონდს ხელმძღვანელობს.
ანგელა მერკელი
მასაც სჭირდება დასვენება და იგი დროს იტალიაში ატარებს.
სტეფანია, მონაკოს პრინცესა
იყო სამოსის დიზაინერი, მსახიობი, მომღერალი. ახლა საქველმოქმედო ფონდებს ხელმძღვანელობს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და შიდსით დაავადებულებს ეხმარება.
შარლინი, მონაკოს პრინცესა
ალბერის, მონაკოს პრინცის მეუღლე. წარსულში სპორტსმენი, ითვლება ერთ-ერთ ელეგანტურ ლედიდ.
პრინცესა შარლოტა კაზირაგი
ჰოლივუდის ვარსკვლავის, გრეის კელისა და მონაკოს პრინცის, რენიე III-ის შვილიშვილი. ცნობილი ჟურნალისტი და ბიზნესვუმენია.
მარია-ოლიმპია, საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
პრინცესა მარია-შანტალისა და პრინც პავლის უფროსი ქალიშვილია. აქტიურ სოციალურ ცხოვრებას მისდევს და ხშირად პოზირებს პაპარაცებისთვის.
სოფია ჰელკვისტი
ყოფილი მოდელი ახლა შვედეთის პრინცის, კარლ ფილიპის ცოლია. ისინი 2015 წელს დაქორწინდნენ.
მადლენი, შვედეთის პრინცესა
ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს. უყვარს მოგზაურობა და მიაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და შვილებია.
მეგან მარკლი
პრინც ჰარის მეუღლე იოგისა და ჯანსაღი კვების წყალობით ინარჩუნებს მოხდენილ სხეულს.
ბრიჯიტ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის 65 წლის ცოლი მოდელის მსგავსად გამოიყურება.
დაბოლოს, მთავარი სიურპრიზი - თავად დედოფალი ელისაბედი საცურაო კოსტიუმში.
წყარო: adme.ru; videoboom.cc