„miss trans star intenational 2018“-ის გამარჯვებული ცნობილია.
პირველ ადგილზე ტაილანდელი კონკურსანტი გავიდა. სილამაზის კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა და „ფეისბუქის“ მეშვეობით პირდაპირი ეთერით 2,6 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს.
ქართველები კომენტარებში აღნიშნავდნენ იმას, რომ დიდი მიღწევაა ხუთეულში მოხვედრა და ეს საქართველოს წარმატებაცაა.
კონკურსის მსვლელობის დროს კესარიას თარჯიმანთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და ჟიურიმ რაც ჰკითხა სწორად ვერ გაიგო. თუმცა, შეეცადა, რომ მისი პასუხი დადებითი ემოციებით გაჯერებული ყოფილიყო და აღნიშნა, რომ სამყარო კეთილი ადამიანებით უნდა იყოს სავსე.
„სილამაზის კონკურსი სადაც ჩატარდა, ქართველმა ვერსად ვერ მოიგო და ვნახოთ, იქნებ ეს იყოს პირველი სილამაზის კონკურსი, სადაც საქართველო გაიმარჯვებს“ ამბობდა „რეიტინგთან“ ჩაწერილ ინტერვიუში. ცხადია მას ძალიან დასწყდა გული იმაზე, რომ ვერ გაიმარჯვა, სწორედ ამიტომ სულ ბოლოს სცენაზე მისალოცად აღარ გამოსულა.
გულშემატკივრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. როგორც ჩანს, ზოგიერთ მათგანს არ მოსწონს გამარჯვებული და აქვეყნებენ ფოტოს, სადაც კესარია და კულჩაია, უმაკიაჟოდ არიან.