"წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო", - თქვა ერთხელ ნილ გეიმანმა. მათთვის, ვისაც სურს დაიჭიროს მეტი ახალი ოცნება ხელში, შეღავათიან ფასად - 8 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, წერეთლის 118-ში, საგამოფენო დარბაზში "ექსპო ჯორჯია", მე-11 პავილიონს შეუძლია ესტუმროს.
გთავაზობთ ხუთ გამორჩეულ წიგნს, რომელთა გამოც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ „თბილისის წიგნის დღეებზე“.
![](https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.0-9/45418670_2320913887979720_355465250197209088_n.jpg?_nc_cat=110&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=190d6229f8cbc32624c69d5e77f72b7c&oe=5C767855)
კრებული ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული.
მხატვარმა ანთოლოგიისთვის საგანგებოდ შექმნა საზედაო ასოები, რომლებიც თითოეული ავტორის ნააზრევს ერთვის.
![](http://www.readersland.ge/files/file_556268854.jpg)
რომანში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. რომანში სამი მთავარი გმირია: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს. "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის" შეძენაც შეგეძლებათ 50%-იანი ფასდაკლებით წიგნების ფესტივალზე.
ლევ ტოლსტოის რომანია ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის ცხოვრებაზე, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს - ჰყავს გავლენიანი მეუღლე და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას... მაგრამ თავი მაინც უბედური ჰგონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე ოფიცერი.
საოჯახო ბიბლიოთეკა მუდმივად უნდა განაახლოთ და გაახალისოთ. ხშირად საჭიროა ძველი, ყველასათვის კარგად ცნობილი ავტორებისა და ნაწარმოებების ახალი ბეჭდვითი ვერსიების შეძენაც.
მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი მოთხრობების ამ კრებულში თავმოყრილია "ჯაყოს ხიზნები", "ფინჯანი", "კურდღელი", "ჩანჩურა", "მეჩექმე გაბო", "ჯილდო", "კურკას ქორწილი", "ეშმაკის ქვა", "შურის მაძიებელი", "ოქროს კბილი", "ყბაჩამ დააგვიანა", "მუსუსი". წიგნების ფესტივალზე მიხეილ ჯავახიშვილის კრებულის შეძენა შეგეძლებათ 9 ლარად, 18 ლარის ნაცვლად.
![](http://www.readersland.ge/files/file_901989191.jpg)
გრაფი მონტე-კრისტო ალექსანდრე დიუმას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ვრცელი სათავგადასავლო რომანია, რომლის მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული.
![](http://www.readersland.ge/files/file_906217554.jpg)
ბევრი მისი სხვა ნაწარმოების მსგავსად, დიუმას ამ რომანშიც თავისი თანამშრომელი მწერლის, ოგუსტ მაკეს მიერ შეთავაზებული სიუჟეტები აქვს გამოყენებული. სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა მეზღვაური ედმონდ დანტესი რამდენიმე თავისი ახლობლის მუხთლობის შედეგად ციხეში ხვდება. “გრაფი მონტე-კრისტოს” კითხვისას გიჩნდება განცდა, რომ საქმე გაქვს ნამდვილ საიდუმლოებასთან, გამოცანასთან, რომელსაც მისტიკური ელფერიც კი დაჰკრავს. მოვლენები ვითარდება მოულოდნელად, სიუჟეტური ხაზები საოცარი ოსტატობითაა ერთმანეთში გადახლართული, მოქმედება გითრევს, მუდმივად დაძაბული ხარ, ცდილობ, მიხვდე, როგორ განვითარდება ამბავი, რა ბედი ეწევათ გმირებს…