თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის, Victoria’s Secret-ის წლის შოუ ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - პოდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ „ვიქტორიას ანგელოზები“ - კენდალ ჯენერი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, უინი ჰარლოუ...
ყველაზე ემოციური მომენტი კი პოდიუმზე ვეტერანი „ანგელოზის“, ადრიანა ლიმას გამოჩენა იყო, რომლისთვისაც ეს Victoria’s Secret-ის ბოლო შოუა - ადრიანა ბრენდს ტოვებს. მოდელმა პოდიუმზე ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
წლების განმავლობაში VS-ის შოუებზე უამრავი ლამაზი გოგო მოგვევლინა. ბევრ მათგანს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომლის შესახებაც აქამდე, შესაძლოა, არც იცოდით.
დაკი ტოტი (Duckie Thot)
23 წლის ულამაზესი გოგონა ავსტრალიაში, სუდანელი ლტოლვილის ოჯახში დაიბადა. სამოდელო ბიზნესში რომ ეცადა ბედი, 2013 წელს დაკიმ წარმატებით მიიღო მონაწილეობა შოუ Australia's Next Top Model-ის კასტინგში, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გახდა.
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა 2017 წელს ის საკუთარი ბრენდის, Yeezy-ს ჩვენებისთვის შეარჩია. ჩვენებას ესწრებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიზაჟისტი პეტ მაკგრატი, რომელიც ტოტის გარეგნობით მოიხიბლა და საკუთარ ვიდეორგოლში გადასაღებად მიიწვია. ვიდეო, სადაც დაკი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მოგვიანებით კი Victoria’s Secret-ის შოუსთვის კასტინგი ტოტმა წარმატებით გაიარა.
ფილიპინებზე მდებარე კუნძულ ლუსონზე მდებარეობს ქალაქი პამპანგა, სადაც 22 წლის წინ კელსი მერიტი დაიბადა. გოგონა ძალიან ლამაზი იყო და ამასთან, კარგად იცოდა სოციალური ქსელების მართვა.
კესლის 15 წლის ასაკში „ინსტაგრამის“ წყალობით უკვე ბევრი ადამიანი იცნობდა. მისი ფოტოების ნახვის შემდეგ მერიტს ამერიკელმა სკაუტებმა შესთავაზეს თანამშრომლობა. ასე მოხვდა 18 წლის გოგონა ნიუ-იორკში. მან დიდი მონდომებით დაიწყო მოდელად მუშაობა. დაუღალავი შრომის შედეგად მოახერხა ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავებს შორის მოხვედრილიყო - ის უკვე Victoria’s Secret-ის შოუში მონაწილეობს. წაიკითხეთ სრულად