საქმესაც ვერ დავარქმევთ. ეს უფრო ჩვეულებაა, რომელიც ნამდვილად აუმჯობესებს ცხოვრებას.
1. დააკვირდი ყველაფერს, რაც შენ გარშემო ხდება. დააკვირდი დეტალებს. უმნიშვნელო წვრილმანიც კი შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს.
2. დააფიქსირე იდეები. თან ატარე პატარა ბლოკნოტი და ჩაინიშნე ყველა იდეა, რომელიც თავში მოგივა.
3. იკონტაქტე ადამიანებთან. მათ შეუძლიათ მოგაწოდონ საინტერესო იდეები, აზრები; გაგიცოცხლონ მოგონებები.
4. თან ატარე წიგნი. ეს საუკეთესო საშუალებაა, როცა "დრო გაქვს მოსაკლავი". დღეში მინიმუმ 30 წუთი უნდა იკითხო. კარგი წიგნი ცოდნის, იდეის, აღმაფრენის წყაროა.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"> </div>
</div>
5. იფიქრე. გონებაში შექმენი სცენარი, განავითარე სიუჟეტი, ქმედება. ეს გიმნასტიკაა ტვინისთვის.
6. გააანალიზე გუშინდელი დღე. ძილის წინ დაფიქრდი განვლილ დღეზე. გაერკვიე მომხდარში.
7. სვი წყალი. ამისთვის ორგანიზმი მადლობა გეტყვის.
8. ჩაიწერე ციტატები. პატარა ბლოკნოტში ამოიწერე წიგნში ამოკითხული, ქუჩაში გაგონილი ფრაზა. პერიოდულად გადაიკითხე და გააანალიზე ისინი.
9. აკონტროლე ხარჯი. ჩაიწერე, რაში რამდენი დახარჯე. ასე მიხვდები, სად უნდა გააკეთო ეკონომია და სად შეგიძლია მოდუნება.
10. გააკეთე რამე პირველად. ის, რაც შემდეგ შეიძლება ჩვეულებაში გადაგივიდეს ან გამოცდილება შეგმატოს.
11. ინტერნეტი გონივრულად გამოიყენე. ნუ დახარჯავ დროს სოციალური ქსელებზე. რეალურ ურთიერთობას უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭე.
12. დილაობით ადრე გაიღვიძე. თუნდაც 30 წუთით ადრე და ნახავ, რამდენ საქმეს მოასწრებ დღის განმავლობაში.
13. გაიღიმე. ასე უფრო მეგობრული გამოჩნდები. ახალ ადამიანებს გაიცნობ, კომუნიკაციას კი დიდი მნიშვნელობა აქვს.