აუცილებლად სცადეთ ლიმონის ორცხობილა. ის ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
- შვრიის ფანტელი - დაფქული, 100 გ
- ფქვილი - 100 გ
- ლიმონი - 1 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- კეფირი - 200 მლ
- გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
- შაქარი - 100-150 გ

მომზადების წესი
დაფქული შვრიის ფანტელი და ფქვილი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ გამაფხვიერებელი. ჩაასხით ფხვიერ მასაში კეფირი და დაუმატეთ კვერცხი.
დააბლენდერეთ ან გაატარეთ ლიმონი კანიანად და დაუმატეთ ცომში.
გააკეთეთ მიღებული ცომისგან ორცხობილები და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე.
აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.


გემრიელად მიირთვით!