10 რომანტიკული იდეა შეყვარებულებისთვის - Marao

10 რომანტიკული იდეა შეყვარებულებისთვის

2018-11-16 11:09:57+04:00

რამდენიმეთვიანი ხმაურიანი ურთიერთობის შემდეგ სიახლეებისთვის მზად ხართ. გილოცავთ! სცადეთ ამ საინტერესო რომანტიკული ვარიანტებიდან ერთ-ერთი მაინც:

1. გასინჯეთ ერთმანეთის საყვარელი კერძი

Image result for romantic dinner gif

აბსოლუტურად განსხვავებულ კერძებს უკვეთავთ, მაგრამ დადგა დრო, ერთმანეთს საყვარელი კერძებიც გაუზიაროთ. შეუკვეთეთ ის, რაც თითოეულ თქვენგანს უყვარს და ვისი კერძიც უფრო გემრიელი აღმოჩნდება, სასმელსაც ის იყიდის.

2. დესერტი და ღვინო საკმარისია

Image result for romantic dinner gif

ნუ შეუკვეთავთ სრულფასოვან ვახშამს. შემოიფარგლეთ საყვარელ ბარში ჭიქა ღვინითა და გემრიელი შოკოლადის ტორტით, ორისთვის.

3. სცადეთ რაიმე ახალი

Related image

უარი თქვით აღიარებულ აფროდიზიაკზე და კორეული საკვები შეიძინეთ ან ინდური - ერთი სიტყვით, ის, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ. დაიწყეთ შედარებით ნაცნობი სიტყვებით, შემდგომ კი ახალ არომატებს გაუსინჯეთ გემო.

4.  დაბეჭდეთ ორიგინალური ფოტოები

შეაგროვეთ თქვენი საერთო ფოტოები, რომლებიც ერთად გატარებულ კარგ დღეებს გახსენებთ და დაბეჭდეთ ფოტოწიგნად. შენახული მოგონებები საუკეთესო საჩუქარია. სასურველი დიზაინის შექმნა მარტივად, ონლაინაა შესაძლებელი.

5. სხვა თაობის მუსიკაზე იცეკვეთ

Image result for dancing couple gif

ჯაზი, სვინგი, ტვისტი - სცადეთ ის, რაზეც თქვენი მშობლების თაობა ჭკუას კარგავდა. ნებისმიერ დიდ ქალაქში მოიძებნება ადგილი, სადაც ასეთ მუსიკას უკრავენ.

6. იპოვეთ ფოტოჯიხური

და გადაიღეთ ბევრი მხიარული ფოტო, მხოლოდ თქვენ ორმა.

7. სეირნობისას თან წაიღეთ კარგი ფოტოაპარატი

Related image

ისწავლეთ პოზირება, შეარჩიეთ კარგი ხედი და გადაიღეთ.

8. წადით იქ, სადაც ბავშვობა გაატარეთ

Image result for camera, nature,  couple gif

აჩვენეთ მას, რომელ ბაღში იპარავდით ვაშლს, რომელ საქანელაზე ქანაობდით. გაუზიარეთ მოგონებები.

9. საერთო „შენ თვითონ გააკეთე“

მოიფიქრეთ პროექტი, რასაც საკუთარი ხელებით გააკეთებთ და დეტალურად აღასრულეთ. ჩიტის სახლი თუ კარადა - ყველაფერი თქვენს ხელთაა.

Related image

10. ითხოვეთ იღბალი

თუ მომავალ ურთიერთობაში დარწმუნებული არ ხართ, ტაროლოგთან ან ჰირომანტთან სეანსი არა მარტო დროის საინტერესოდ გატარების საშუალებას მოგცემთ, არამედ თქვენში ახალ თვისებებს აღმოგაჩენინებთ. თუ პროგნოზი არასახარბიელო აღმოჩნდა, დასცინეთ მას საქორწინო მაგიდასთან!