ზღვის კომბოსტო ძალიან სასარგებლოა. ის იოდს შეიცავს.
თუმცა, ზღვის კომბოსტოს სპეციფიკური გემო ბევრს არ მოსწონს. გთავაზობთ სალათის რეცეპტს, რომელიც ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
- ხახვი 1 თავი
- კრაბის ჩხირი 100 გ
- ზღვის კომბოსტო 250 გ
- მაიონეზი 150 გ
- კვერცხი 2 ცალი
- ოხრახუში 40 გ
მომზადება:
1. დაჭერით კრაბის ჩხირები, ხახვი გაფცქვენით და ნახევარ რგოლებად დაჭერით. კვერცხი მაგრად მოხარშეთ და ისიც დაჭერით.
2. სასალათე ჯამში ჩადეთ ზღვის კომბოსტო, დააყარეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ.
3. მოასხით მაიონეზი და აურიეთ. ზემოდან მორთეთ ოხრახუშით.
გემრიელად მიირთვით!