ვარსკვლავური სტილი: მზის აფეთქება (+ ფოტო) - Marao

ვარსკვლავური სტილი: მზის აფეთქება (+ ფოტო)

2012-03-16 12:00:19+04:00

თუ ჰოლივუდის ვარსკვლავებს რაიმე ფერი მოეწონათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა წითელ ხალიჩაზე ამ ტონში გადაწყვეტილი კაბების გამოფენა იქნება.

წლის დასაწყისში ვარსკვლავების ფავორიტად ყვითელი იქცა. თუ გასულ წელს ცნობილები უპირატესობას ლიმონისფერ ყვითელს ანიჭებდნენ, ახლა პოპულარული მზისფერი გახდა. მზისფერი კოჭებამდე სიგრძის და მინი-კაბები, კოსტიუმები, პიჯაკები, კლატჩები და ფეხსაცმელი დღეს წითელი ხალიჩების მთავარი ტრენდია.

განსაკუთრებით შეიყვარა ყვითელი ფერი ნიკოლ რიჩიმ. მარტო გასულ წელს მსახიობმა წითელ ხალიჩაზე ყვითელ სამოსში გამოწყობილმა სამჯერ გაიარა. მათ შორის, ვინც ეს ფერი განსაკუთრებით მოიხდინა, არიან რაშიდა ჯონსი, ემი როსუმი, ჯილიან ანდერსონი, ჰაიდი კლუმი, მარია მანუნოსი, მინკა კელი, კამილა ბელი, ვანესა ჰადჯენსი, ნიკი რიდი, ლეა კედებე, პოლა პატონი და სხვა მრავალი...

იხილეთ ფოტოგალერეა