„მე ვთვლი, რომ ცნობიერება ან მისი წინამორბედი პროტოცნობიერება სამყაროში „დიდ აფეთქებამდეც“ არსებობდა“ - სტიუარტ ჰამეროფი, პროფესორი.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
სტიუარტ ჰამეროფი და როჯერ პენროუზი</div>
არსებობს ხუთი რამ, რაც ერთდროულად გვაოცებს, გვაშინებს და გვაფიქრებს. ერთ-ერთი მათგანი არის სიკვდილი.
ოდითგანვე კაცობრიობას აწუხებდა კითხვა: „რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ?“ თუ დავფიქრდებით, ორი შესაძლო პასუხი არსებობს: რაღაც, ან არაფერი.
რა თქმა უნდა, რელიგია ამ კითხვის გარკვეულ ნიუანსებს გვიხსნის, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის დამტკიცება არ შეგვიძლია. ან რაღაც ხდება, ან არა.
რომელი პასუხია სწორი?
ეს კითხვა პროფესორ სტიუარტ ჰამეროფისთვის რომ დაგესვათ, ის გიპასუხებდათ, რომ რაღაც ნამდვილად ხდება და ეს ჩვენს ცნობიერებას ეხება. მეცნიერები ხსნიან, რა ემართება სულს სიკვდილის შემდეგ
რა არის ცნობიერება?
ოქსფორდის ლექსიკონი შემდეგ ახსნას იძლევა:ფხიზელი მდგომარეობა და გარემომცველი სამყაროს აღქმა ადამიანის მიერ. Orch-OR თეორია
დოქტორი ჰამეროფი არიზონის უნივერსიტეტის ცნობიერების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი იყო. თავისი ცხოვრების ბოლო 50 წელი მან ცნობიერების შესწავლას მიუძღვნა, კვანტურ მექანიკასთან მიმართებაში.კვანტური მექანიკა - ეს ფუნდამენტალური ფიზიკური თეორიაა, რომელიც მიკრონაწილაკების (მოლეკულა, ატომი, ნაწილაკი) აღწერის მეთოდს აყალიბებს გარე სფეროებში.
1996 წელს სტიუარტ ჰამეროფმა და როჯერ პენროუზმა, მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა, წამოაყენეს Orch-OR თეორია, რომლის თანახმად, ადამიანური მეხსიერების მატარებელი ნეირონების მიკრომილები გახლავთ.
ეს ერთგვარი „სატრანსპორტო ლენტებია“ უჯრებისა, რომლებსაც უჯრედოვანი რესურსები და მატერიები გადააქვთ. მიკრომილები ასევე მონაწილეობას იღებენ უჯრების გამრავლებასა და სტრუქტურირებაში. ისინი კვანტურ ენერგიას შეიცავენ.
“…ჩვენი თეორია უშვებს ვარაუდს, რომ ცნობიერება კვანტური ვიბრაციის შედეგად შეიქმნა მიკრომილებში, რომლებიც მართავენ ნეირონებს და სინოპტიკურ ფუნქციებს. ასევე, ქმნიან კავშირს თავის ტვინის პროცესებში.” - სტიუარტ ჰამეროფი და როჯერ პენროუზი.
ექსპერიმენტის შედეგები მეცნიერებმა 20 წლის წინ გამოაქვეყნეს. მას შემდეგ მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი განვითარდა. თავის ტვინის ტომოგრაფიამ ჰამეროფის და პენროუზის თეორია დაადასტურა.
Arch-OR და სიკვდილი
- ენერგიის შენარჩუნების კანონი ამბობს, რომ „ენერგიის შექმნა და განადგურება შეუძლებელია“.
- ენერგიას შეუძლია იცვალოს ფორმა, ეს კანონია.
- კვანტური ენერგია — ეს სამყაროს ძირითადი სტრუქტურული ელემენტია.
- კვანტური ენერგია ჩვენშია.
ვართ თუ არა ჩვენ სამყაროს ქმნილებები?