სოფო ხალვაშს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა კონკურსმა „იურმალამ“, რომელიც 2006 წელს გაიმართა ლატვიაში. სოფო ფინალში გავიდა და მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ ფესტივალმა „ახალმა ტალღამ“ საკმაოდ გაზარდა მისი წარმატება და ცნობადობა არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ამ კონკურსში.

ქართველი მომღერალი "ევროვიზია 2007"-ზე იყო საქართველოს წარმომადგენელი; ასევე, პირველი შემსრულებელი ამ კონკურსში საქართველოდან სიმღერით „Visionary Dream“ ("წარმოსახვითი ოცნება") .

ალბათ, დამეთანხმებით, საკმაოდ შეაყვარა მსენელს თავი სოფომ. ძალიან პოპულარული იყო. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იმ პერიოდში, მაგრამ შემდეგ საერთოდ „გაქრა“ შოუბიზნესიდან, რაც შეიძლება მის დაოჯახებას დავუკავშიროთ.

ბოლო წლებში, სოფო აქტიურად ჩანდა ტელესივრცეში, რადგან ბათუმის ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა.

სოფო ხალვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "აჭარის ტელევიზიაში" სხვადასხვა გადაცემის წამყვანად მუშაობდა. ის ტელეეთერიდან მას შემდეგ წავიდა, რაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. როგორც ხალვაშმა ჟურნალისტებთან თქვა, მან ეს შემოთავაზება რამდენიმე ხნის წინ მიიღო, თუმცა დღევანდელ დღემდე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.


თათა ჩიკვილაძე