საჩუქრების იდეები, თუ თქვენ თამაშობთ Secret Santa-ს - Marao

საჩუქრების იდეები, თუ თქვენ თამაშობთ Secret Santa-ს

2018-12-10 10:06:13+04:00

ახალი წელი ახლოვდება და ალბათ, უკვე დაიწყეთ "სეკრეტ სანტას" თამაში.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ორიგინალურ, სახალისო და ძალიან სასიამოვნო საჩუქარს, რომელიც ძვირი არ დაგიჯდებათ და მიმღებიც ძალიან კმაყოფილი დარჩება.

თუ თქვენი ადრესატი მამაკაცია

ხარისხიანი ღვინო ორიგინალური შეფუთვით - ძალიან კარგი საჩუქარია მამაკაცისთვის. შეეცადეთ, გაიგოთ, თუ რომელი ჯიშის ღვინო უყვარს ყველაზე მეტად და სამუშაო მაგიდაზე, განსხვავებული ჩასადებით დაახვედრეთ. ღვინის ხის ყუთები და ორიგინალური სადგამები შეგიძლიათ "პრინტარეას" ვებგვერდზე შეიძინოთ.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ასევე, შეგიძლიათ აჩუქოთ ბრენდირებული საწერი კალამი და მეხსიერების ბარათი. ან, საქმიანი დღიური. ასევე, საახალწლო ჭიქა კარგი განწყობისთვის.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
არ დაგავიწყდეთ ტკბილეული. თუ გინდათ, ადრესატი გააოცოთ, შეგიძლიათ მისი სახელით დაბრენდილი შოკოლადები აჩუქოთ.

თუ თქვენი ადრესატი ქალია

სანამ მთავარ საჩუქარს იყიდით, წაახალისეთ პატარ-პატარა სუვენირებით. მაგალითად, ნაძვის ხის ორიგინალური ხის სათამაშოები ბოლო დროს განსაკუთრებით ტრენდული გახდა.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
აუცილებლად დაუტოვეთ წერილი ლამაზი მისალოცი ბარათით.

ლამაზი არომატული  სანთლები

Image result for candle  gif

სანთელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და იაფი საჩუქარია. მას, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს დეკორაცია და თავად რთავს სახლს, ეს მისთვის იდეალური საჩუქარი იქნება.

წიგნები

Image result for winter , book gif

წიგნი - ეს ის საჩუქარია, რომელსაც სეზონი არ აქვს. აჩუქეთ თქვენთვის საყვარელი წიგნი კითხვის მოყვარულებს. ამაზე უკეთესი საჩუქარი შეუძლებელია მოიფიქროთ.

დაუბეჭდეთ საუკეთესო მოგონებები

დაუმზადეთ კალენდარი ან ორიგინალური ჩარჩო ფოტოებით.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარი "საიდუმლო სანტას" თამაშისთვის მაგიდაზე დასადგმელი დეკორაციებია.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ორიგინალური სასაჩუქრე ყუთი.