ჟურნალმა "ბომონდმა" წინასაახალწლოდ საკუთარ მკითხველს და პარტნიორებს წვეულება მოუწყო, რომელზეც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. გლამურულმა ქართულმა გამოცემამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და 22 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოში - სამორინე "ამბასადორში" უმასპინძლა.



ცნობილ ადამიანებს ღონისძიებაზე დრეს-კოდის შესაბამისად, შავი და ოქროსფერი სამოსი ეცვათ. "Beaumonde golden night"-ის სტუმრებისთვის ეს მართლაც ოქროს წვეულება გამოდგა, სადაც უამრავი საჩუქარი გათამაშდა.


თეა აგლაძე, "ბომონდის" მთავარი რედაქტორი:
"ჟურნალი "ბომონდი" ცნობილია ორიგინალური წვეულებებით და გვინდოდა, ეს ტრადიცია არც წინასაახალწლოდ დაგვერღვია. ამიტომ ჩვენს სტუმრებს უჩვეულო და უპრეცედენტო გარემოში, სამორინეში ვუმასპინძლეთ. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით "ამბასადორს", "ლიერაკს" და კომპანია "გაგრა პლუსს".

მარიამ გოგოჭური, სამორინე "ამბასადორის" მარკეტინგის ხელმძღვანელი:
"სამორინე "ამბასადორმა" დღეს დაუშვა უპრეცედენტო ფაქტი, მედიის წარმომადგენლებს და სხვა ადამიანებს უმასპინძლა სათამაშო სივრცეში. იმედი გვაქვს, ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩა".

თეონა ადამია, ბრენდ-მენეჯერი "გაგრა+":
"კომპანია "გაგრა +" ყოველთვის მხარს უჭერს "ბომონდის" ღონისძიებებს. დღეს, ამ უჩვეულო გარემოში ჩვენი კომპანია წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის ბრენდით "სტოლი ვოდკა".

სასტუმრო "ამბასადორის" მისაღებში, "ბომონდის" სტენდთან ფოტოების გადაღების და პოზირების შემდეგ, სტუმრებმა სამორინეში გადაინაცვლეს, სადაც მათ გემრიელი კერძები დააგემოვნეს და გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. გათამაშდა "ლიერაკის" სილამაზის ჩემოდნები და სხვა ძვირად ღირებული საჩუქრები.


ჟურნალი "ბომონდი" ქართულ ბაზარზე რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა და მას არაერთი დღეს უკვე წარმატებული ადამიანის აღმოჩენასაი და პოპულარიზაციაში აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი. შესაბამისად, ისინი ჟურნალის ღონიძსიებებს მუდმივად სტუმრობენ.
ცისანა სეფიაშვილი, მომღერალი: "რაც თავი მახსოვს, მახსოვს, რომ არსებობს ჟურნალი "ბომონდი". ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ "ბომონდთან" არის დაკავშირებული და შესაბამისად, განსაკუთრებულად მიყვარს. ვულოცავ მას 22 წლის იუბილეს და ვუსურვებ, ბევრჯერ გაგვახაროს საინტერესო პროექტებით და გამოგონებებით".