Game of Thrones-ის მსახიობმა გუენდოლინ კრისტიმ, რომელიც სერიალში რაინდის, ბრიანას როლს ასრულებს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საკულტო სერიალის ფინალი ისეთი იქნება, მაყურებლებს პროფესიონალური თერაპიის გავლა დასჭირდებათ.
7 წლისა და 7 სეზონის განმავლობაში, რომელიც მაყურებლებმა "სამეფო ტახტის თამაშების" 7 სამეფოში გაატარეს, ამ დრომდე 67 სერია შეიქმნა. თითოეული სერია, დაახლოებით, 50-დან 81 წუთამდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალის ფანებს, როგორც მინიმუმ, თავიანთი ცხოვრების 3 350 წუთი აქვთ მიძღვნილი შოუსთვის.
სერიალის ფანები ხშირად ტირიან, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მათი საყვარელი პერსონაჟი მოულოდნელად კვდება და შემდეგ საათები სჭირდებათ ხოლმე რეაბილიტაციისთვის, თუმცა გუენდოლინ კრისტი ამბობს, რომ სერიალის ფინალურ ეპიზოდს გაცილებით დიდი გავლენა ექნება ფანებზე, ვიდრე აქამდე ჰქონია.
ეპიკური სერიალის ფინალურ სეზონთან დაკავშირებით ამ დრომდე რამდენიმე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომელთა თანახმადაც, სატელევიზიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძოლის სცენას ვიხილავთ, რომელიც შესაძლოა, ტირიონის ტრაგიკული აღსასრულით და კჰალ დროგოს შთამბეჭდავი დაბრუნებით დასრულდეს.
მსახიობმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დაიხოცებიან თუ არა ყველასთვის საყვარელი, მთავარი პერსონაჟები, თუმცა თქვა, რა რეაქცია ექნებათ ფანებს, როდესაც ყველაზე მასშტაბურ სატელევიზიო ბრძოლას ნახავენ.
"თქვენ ყველას თერაპია დაგჭირდებათ. ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოს პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება", - ამბობს კრისტი. განაგრძეთ კითხვა