მისტიკოსი გურჯიევის რჩევები სწორად და ბედნიერად ცხოვრებისთვის - Marao

მისტიკოსი გურჯიევის რჩევები სწორად და ბედნიერად ცხოვრებისთვის

2018-12-16 13:55:07+04:00

გიორგი გურჯიევი — XX საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს პარიზში, ფონტენბლოს სასახლეში, დააარსა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი", რომლის საქართველოში შექმნაზე დასტური სტალინისაგან მიიღო. გარდაიცვალა პარიზში. ეკუთვნის უამრავი ეზოთერიკული ნაშრომი. გთავაზობთ მის 30 რჩევას:

  1. მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.
  2. ყოველთვის აცნობიერე ფიქრები, გრძნობები, სურვილები და ქმედებები.
  3. ყოველთვის დაასრულე ის, რასაც დაიწყებ.
  4. რასაც აკეთებ, გააკეთე შეძლებისდაგვარად კარგად.
  5. ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც საბოლოოდ გაგანადგურებს.
  6. გამოიჩინე სულგრძელობა მოწმეების გარეშე.
  7. ნებისმიერ ადამიანს მოექეცი ისე, როგორც უახლოეს ნათესავს.
  8. გამოასწორე ყველაფერი, რასაც გააფუჭებ.
  9. ისწავლე მიღება და ყოველი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.
  10. შეაჩერე თავდაცვითი ქმედებები.
  11. ნუ მოიტყუები, ნუ მოიპარავ – მოიქეცი ისე, თითქოს საკუთარ თავს პარავ და ატყუებ.
  12. დაეხმარე გვერდითმყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.
  13. ნუ დაიკავებ ძალიან დიდ სივრცეს.
  14. ნუ იხმაურებ და მოერიდე ზედმეტ ჟესტებს.
  15. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს რწმენა, მისი იმიტაცია გააკეთე. გაგრძელება