სანამ ახალი წელი დადგება, სახლი ლამაზად უნდა მოვრთოთ, რომ მეტი პოზიტივი და დღესასწაულის ელფერი შევქმნათ ბინაში. დეკორის შექმნაში ჩვენი იდეები და მასტერკლასები დაგეხმარებათ.
გირლანდა მუყაოსგან
მის მოსამზადებლად ტრაფარეტი, მყარი ძაფი და მუყაო დაგჭირდებათ. გამოჭერით ნაძვის ხის, ვარსკვლავის ან ირმის ერთფერიანი პრინტები, ააცვით ძაფზე და მორთეთ ავეჯი, ფანჯრები და კედლები.

განსხვავებული გვირგვინები
ნაძვის გვირგვინი ახალი წლის განუყრელი ატრიბუტია. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ ხელოვნური ან ცოცხალი ნაძვის ტოტები გამოიყენოთ. თუ მათი გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ მრგვალ მავთულს "წვიმა" შემოახვიოთ. ტოტები მოამრგვალეთ, ზემოდან კი შემოახვიეთ ლენტი, დაამაგრეთ ნაძვის ხის ბურთები. სხვადასხვა ფიგურა: ირმის, თოვლის პაპის, სანტას ქუდის და ა.შ.
წინდები საჩუქრებისთვის
რაც უფრო დიდი ზომის წინდას გამოიყენებთ, მასში უფრო მეტი კანფეტი ჩაეტევა. ისინი უნდა იყოს ფერადი, ბრჭყვიალა, ლამაზი და ორიგინალური. ჩამოკიდეთ ორიგინალურად.

ეკო-საკიდები
ეზოში მოიძიეთ ხმელი ტოტები და მათზე სხვადასხვა ელემენტი - გირჩი, ნაძვის ხის სათამაშო, გირლანდა, მრგვლად დაჭრილი და გამომშრალი ფორთოხლის ნაჭრები - ჩამოკიდეთ. ასეთი დეკორით შეგიძლიათ მორთოთ კარი, კედელი, ფანჯარა.

ფეტრის სათამაშოები
რბილი ქსოვილისგან ნაძვის ხის ან თოვლის პაპის, პინგვინის შეკერვა არ გაგიჭირდებათ. ფორმებისთვის გამოიყენეთ ტრაფარეტები. ჩამოკიდეთ ისინი ნაძვის ხეზე.

არომატული დეკორი
თუ ბინაში საკმარისი ადგილი გაქვთ, ვაზებში ნაძვისა და ფიჭვის ტოტები ჩადეთ და გირჩებით მორთეთ.
თუ დიდ, დატოტვილ რტოებს შეაგროვებთ, მოათავსეთ ისინი ვაზაში და ჩამოკიდეთ სათამაშოები. ესეც თქვენი ორიგინალური ნაძვის ხე.


არომატული გირლანდა
ფორთოხლის ან მანდარინის კანებისგან გამოჭერით ვარსკვლავები, გამოაშრეთ, აასხით ძაფზე და ან ჩამოკიდეთ, ან ნაძვის ტოტებისა და გირჩების ვაზა მორთეთ.

ქაღალდის დეკორი
ოთახის გასაფორმებლად გამოგადგებათ ქაღალდის ფიგურები: ფიფქები, ანგელოზები, ვარსკვლავები, ნაძვის ხე, რომლებსაც გამოჭრით და ძაფზე ააგებთ.

უჩვეულო ნაძვის ხეები
მყარ მუყაოს კონუსის ფორმა მიეცით და კარგად დაამაგრეთ. ზემოდან წებო წაუსვით და თხელი "წვიმა" შემოახვიეთ.
ტოტების ვარსკვლავი, ნაძვის ხე.

დაგჭირდებათ: თხელი ტოტები, თერმოწებო, სხვადასხვა ზომის ღილი, სქელი ძაფი, საკვნეტელა.
ტოტები 15-12 სანტიმეტრზე გაჭერით. მიეცით ვარსკვლავის ფორმა და ყველა ტოტი კარგად მიამაგრეთ თერმოწებოთი და ძაფით ერთმანეთს. გაუკეთეთ საკიდი. შეგიძლიათ ნაძვის ხეც გააკეთოთ, რომელსაც ღილით მორთავთ.

მოფარფატე ანგელოზი
დაგჭირდებათ: А4 ფორმატის თეთრი ქაღალდი. მაკრატელი, წებო, ჩამოსაკიდი ძაფი.
გამოჭერით ქაღალდის ზოლები. ახლა მათგან ანგელოზს გაუკეთეთ თავი, ტანი, ფრთები და გამოსაჩენ ადგილზე ჩამოკიდეთ.
რაც უფრო მეტ დეკორს დაამზადებთ, მით მეტად გაალამაზებთ თქვენს სახლს.
