ქართული საახალწოლო სუფრის კერძები ნიგვზის გარეშე წარმოუდგენელია, ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი და კარგი ნიგვზის შერჩევა, რათა კერძი გემრიელი და მართლაც სადღესასწაულო გამოგვივიდეს.
კაკლის შეძენისას უპირატესობა ნაჭუჭიან პროდუქტს მიანიჭეთ. ნაჭუჭის საშუალებით უფრო მარტივია ხარისხის განსაზღვრა. ამასთან, ნაჭუჭი საიმედოდ იცავს კაკლის გულს და ახანგრძლივებს შენახვის ვადას.
კაკლის გულის ორი ნახევარი დამახასიათებელი ტიხარითაა გამოყოფილი, რომელსაც კაკლის უღელს უწოდებენ. რაც უფრო ღია ფერისაა ეს ფირფიტა, მით გემრიელი იქნება ნიგოზი.

- კაკლის ნაჭუჭი დაფარულია დამახასიათებელი ნაოჭებით, მაგრამ მის ზედაპირზე არ უნდა იყოს ლაქა, ნადები, დაზიანება და
- სხვა დეფექტი (გარდა ამისა, კაკალი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა);
- კაკალი უნდა იყოს მშრალი (ნოტიო კაკლის შემთხვევაში გული ლპება);
- თუ ერთ კაკალს მეორეზე დავაკაკუნებთ, ის უნდა გამოსცემდეს მკაფიო, ხმამაღალ ხმას (ყრუ ხმა გაფუჭებულ გულზე მიუთითებს);
- კაკალს ღია ყავისფერი ფერი (ფერი უნდა იყოს ერთგვაროვანი და არ ჰქონდეს ჩამუქებული ან ღია უბნები) აქვს.
- ნიგვზის ზედაპირი არ უნდა იყოს ცხიმიანი (ცხიმი გამოიყოფა არასწორი ან ხანგრძლივი შენახვისას);
- კაკლის წონა მისი ზომის პროპორციული უნდა იყოს (მსუბუქ კაკალში გული შეიძლება იყოს გამომშრალი).
- წვრილ ნატეხებად დანამცეცებულ ნიგოზს შეიძლება ჰქონდეს მწარე გემო.
- ნიგოზს მისთვის ჩვეული არომატი უნდა ჰქონდეს (ნებისმიერი სხვა სუნი დაუშვებელია);
- ნიგვზის გარსი უნდა იყოს ოქროსფერი (ზედმეტად მუქი ნიგოზი შეიძლება გაფუჭებული იყოს და ჰქონდეს მწარე გემო);
- კაკლის შენჯღრევისას, ბირთვი უძრავად უნდა დარჩეს და ხმას არ გამოსცემდეს (ხმის არსებობა მიანიშნებს, რომ ბირთვი საკმაოდ მშრალი ან უკვე გაფუჭებულია).
როგორი ნიგვზის ყიდვა არ შეიძლება. განაგრძეთ კითხვა