რომელი ქართველები გახდნენ სალვადორ დალის „მუზები“- 10 უცნობი ფაქტი „სურრეალიზმის მამის“ შესახებ - Marao

რომელი ქართველები გახდნენ სალვადორ დალის „მუზები“- 10 უცნობი ფაქტი „სურრეალიზმის მამის“ შესახებ

2019-04-05 10:00:44+04:00

გრძელი, გადაპრეხილი ულვაშები და დიდი შავი თვალები - ეს სალვადორ დალის ვიზუალის მთავრი განმასხვავებელი შტრიხებია. მის შემოქმედებას ზოგჯერ სატანურს, ზოგჯერაც წინასწარმეტყველურს უწოდებენ. ქართველებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნახატი „გეოპოლიტიკური პირმშო“, რომელიც ნატოს შტაბ-ბინას ამშვენებს. მის შესახებ უამრავი მითი თუ რეალობა დაწერილა, თუმცა ახლა მხოლოდ იმ ფაქტებზე გიამბობთ, რომლებიც უთოუდ სიმართლეა, მაგრამ გარკვეულწილად, დამაბნეველი და გასაოცარი:

  1. მთელი ბავშვობა მზარეულობაზე ოცნებობდა. მისი კულინარიული წიგნით პარიზის რესტორნები ხელმძღვანელობდნენ.
  2. სწამდა რეინკარნაციის. მთელი ცხოვრება ფიქრობდა , რომ გარდაცვლილი უფროსი ძმის სული მის სხეულში აგრძელებდა ცხოვრებას.
  3. სამხატვრო აკადემიიდან გამოცდებში ჩაჭრის გამო გარიცხეს. „მე უფრო განათლებული ვარ, ვიდრე ერთად აღებული ჩემი სამი პროფესორი, თუმცა ეს ვის აინტერესებს“, - ამბობდა ის.
  4. მიუხედავად იმისა, რომ სურრეალიზმის მამად ითვლებოდა, სურრეალისტი მხატვრები მის მიმართ კეთილგანწყობილნი სულაც არ იყვნენ. ანდრეი ბრეტონი სურრეალისტების ჯგუფიდან მის გარიცხავს ითხოვდა. დალის ის კონტრრევოლუციურ ქმედებებსა და ფაშიზმის დიდებაში სდებდა ბრალს. სალვადორი მართლაც აღმერთებდა ჰიტლერს - „მე ისევე ვარ შეპყრობილი ჰიტლერით, როგორც კაცები - ქალებით“,- ამბობდა ის.
  5. მისი ცხოვრების სიყვარული ელენე ივანოვნა, იგივე გალა იყო. ის ჯერ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.
  6. “ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით”,- ამბობდა დალი.
  7. „ჩუპა-ჩუპსის“ ლოგოს დიზაინი სალვადორ დალის ეკუთვნის.
  8. მუშაობდა ჟურნალ Vogue-ს ყდებზე. მისი პირველი ნამუშევარი 1938 წლის დეკემბრის ნომერს ამშვენებდა. მოგვიანებით მან ჟურნალის რედაქტორის მოვალეობებიც შეითავსა.
  9. დალიმ თავად შექმნა საკუთარი მუზეუმი და სიცოცხლის ბოლო წლებიც იქ გაატარა. მისივე სურვილით, სცენის ქვეშაა დაკრძალული. მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
  10. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მკვლევრების ყურადღება დალის ნამუშევარმა მიიპყრო, რომელზეც ქართველი თავადი დავით გურიელია გამოსახული. როგორც გაირკვა ისინი მეგობრები იყვნენ. ნახატის უკანა ფონზე ოქროსს საწმისის იდეის გამოსახატად მხატვარმა ხომალდები დახატა. ეკლესია კი ქრისტიანობის სიმბოლოს გამოხატავს. დალის მისი მეუღლის ელენას პორტრეტიც შეუქმნია.

დალის ეკუთვნის ილუსტრაცია ზღაპრის წიგნის „ ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. მან შექმნა 13 დიზაინი თითოეული თავის მიხედვით. დღეს მისი 2700-ზე მეტი ასლია გაკეთებული. ეს დალის ერთადერთი ნამუშევარი არაა, რომლის რეპროდუქციასაც ხშირად აკეთებენ.

მისი შემოქმედების ასლები დღესაც იქმნება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. სალვადორ დალის ნახატებით სახლის დამშვენების შანსს ხელიდან არავინ უშვებს.

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 4 მხატვარი გახდნენ ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე და სალვადორ დალი.

სალვადორ დალის ტილოები ხელმისაწვდომი იქნება 15 აპრილიდან.

ესენია: ფანჯარასთან მდგარი გოგონა, სფეროების გალატეა, მეხსიერევუს მდგრადობა, ბროწეულის გარშემო ფუტკრის ფრენით გამოღვიძებამდე წამით ადრე გამოწვეული სიზმარი

ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს

http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.

წყარო: mymodernmet.com

logodesignlove.com