კოკო შანელის 5 სტილი, რომლებიც დღემდე აქტუალურია - Marao

კოკო შანელის 5 სტილი, რომლებიც დღემდე აქტუალურია

2020-10-21 10:18:12+04:00

ლეგენდარული ფრანგული ბრენდი ძალიან ნიჭიერი გაბრიელ ბონერ შანელის წყალობით შეიქმნა, რომელმაც მოდაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.
სამოსი, რომლებსაც ის გასული საუკუნის დასაწყისში ატარებდე, დღემდე აქტუალურია და თანამედროვე მოდის მოყვარულთა გარდერობში ნამდვილად დაიკავებს საპატიო ადგილს.

შავ-თეთრი ფეხსაცმელი

Chanel-ის ცნობილი შავ-თეთრი ფეხსაცმელი 1957 წელს შეიქმნა, თუმცა მსგავს ფეხსაცმელს თავად გაბრიელი ჯერ კიდევ 20-იან წლებში ატარებდა. დღესდღეობით კი ისინი იდეალურად შეეფერება კლასიკურ თუ საქმიან სტილს, ასევე წარმატებით დემოკრატიულად ეხამება ჯინსებსა და ყოველდღიურ მაისურებს.

ქამრები

1920-იან წლებში ქალების მოდა ბევრად თავისუფალი გახდა. შანელს უყვარდა აქცენტის წელზე გაკეთება და ხშირად ატარებდა ქამრებს - როგორც კოსტიუმებთან, ისე კაბებთან.

„ტომრისებრი“ ზედა

კოკოს არანაკლებ უყვარდა მოცულობითი სტილის სამოსი.

ლაკონური სამკაული

როგორც იცით, შანელი ხშირად იმეორებდა, რომ სახლიდან გასვლის წინ უნდა მოიხსნათ ის აქსესუარი, რომელიც ბოლოს გაიკეთეთ. ამ რჩევას თავადაც ითვალისწინებდა - დიზაინერი უპირატესობას ლაკონურ და ელეგანტურ სამკაულებს ანიჭებდა, რომლებიც ნებისმიერ სამოსს უხდებოდა.

ზოლიანი სამოსი

ზოლიანი სამოსი დიზაინერთან ასოცირდება - სწორედ კოკო შანელმა გახადა ეს სამოსი პოპულარული. გარდა ამისა, გაბრიელი ზოლებისა სხვადასხვა პრინტების მიქსსაც აკეთებდა.