31 დეკემბერს გვახსოვდეთ, რომ ჯერ ისევ ძაღლის წელი გრძელდება, ამიტომ მაგიდაზე 5 თებერვლამდე უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო - ტახისა და ძაღლის.
1. ძაღლის წინ პატარა ძვალი დადეთ, გნებავთ სათამაშო, გნებავთ - ნამდვილი.
ტახს კი რკო დაუდეთ.
ამით პატივს ვცემთ მათ და ისინიც პატივს გვცემენ მთელი წლის განმავლობაში.
მთავარი ფერი არის ყვითელი, ყვითელი ტახის წელი გახლავთ. ამას ემატება ვარიაციები: ოქროსფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, აქსესუარებში ლურჯი და წითელი. ნაძვის ხის აწყობაშიც ეს ფერები გამოიყენეთ.
2. ჯობია ახალ წელს სახლში შეხვდეთ, რაც შეეხება სუფრას, 31 დეკემბერს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდოს ღორის ხორცი, სამაგიეროდ პირველ და ორ იანვარს ეს შეზღუდვა არ არის, თავისუფლად შეგლიძიათ ღორის ხორცის კერძები დააგემოვნოთ.
ტახი მიწის მოყვარულია, ამიტომ სუფრაზე კარგი იქნება გქონდეთ მიწისგან წარმოქმნილი აქსესუარები, მაგალითად თიხის ჭურჭელი, ხის ნაკეთობები.
წაიკითხეთ სრულად