6 იანვარს წარმოშობით რუსი სუპერმოდელი - ირინა შეიკი იუბილარი გახლდათ. ქალბატონს, რომელიც დამსახურებულად ითვლება მოდის ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად პერსონად, 33 წელი შეუსრულდა.
იუბილეს აღსანიშნავად, ვარსკვლავი უამრავ მილოცვას მიიღებდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან და გამონაკლისი არც ქართველი დიზაინერი - ანუკი არეშიძე გახლავთ.
ანუკიმ "ინსტაგრამზე" ფოტო ატვირთა და სწორედ ამ ფორმით მიულოცა შეიკს დაბადების დღე:
"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო გოგო! შენ ხარ ყველაზე გასაოცარი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ! ლამაზი, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ" - იკითხება წარწერაში. განაგრძეთ კითხვა