გუშინ დილით, გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მომღერალი და კონკურს ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი მონაწილე აჩი მეფარიძე ირწმუნებოდა, რომ ჟიურის არაობიექტური შეფასებების გამო პროექტი დატოვა.
იმავე საღამოს კი მეფარიძე თავის მეწყვილე ჯულიანასთან ერთად კვლავ ვიხილეთ კონკურსის მონაწილეთა შორის.
მიუხედავად მეფარიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებისა და ქმედებისა, მომღერალს კონკურსის დატოვება მაინც მოუწია, რადგან საკმარისი სმს-ები ვერ მიიღო.
მარაო.გე მეფარიძეს ტელეფონით დაუკავშირდა და კონკურსის მიმდინარეობის, ჟიურის ობიექტურობისა და კონკურსში მონაწილეობის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აჩიკო მეფარიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა და ყურმილი დაკიდა.
”კარგით რა, მეტი არაფერი გაინტერესებთ? დავამთავროთ ეს საუბარი. არ ვარ გამოძინებული და ჩემთვის ცოტა ადრეა გაღვიძება. ბოდიშს გიხდი, გენაცვალე” (ინტერვიუსთვის მომღერალს დღის 12 საათზე დავუკავშირდით, გ.ბ.) - განაცხადა აჩი მეფარიძემ.
როგორ შეაფასებდით გუშინდელ შოუს და, თქვენი აზრით, რაში დასჭირდა მეფარიძეს კონკურსის წინა დღეს ასეთი განცხადების გაკეთება?
გიორგი ბერიძე