მას ყველა ნიდერლანდელი იმპრესიონისტი მხატვრის წოდებით იცნობს. ვან გოგი დღემდე არის ხელოვანი ადამიანების შთაგონების წყარო და ფაქტია, რომ მის მიმართ სიყვარულსა და ინტერესს საზღვარი არ აქვს.
მხატვარმა პირველი ვერსია მწოლიარე ყვავილებს მიუძღვნა. ერთი წლის შემდეგ კი მეორის დახატვის ჯერიც დადგა. ნახატების პირველი სერიის შექმნის შემდეგ, ვან გოგმა 1889 წელს მეორე სერიაც შექმნა, რომელშიც სამი სხვადასხვა ვერსიაა.
ვარსკვლავებიანი ღამე - ჩვეული სტიქია, განცდების აპოგეა, ზეთის საღებავების ნაზავი ტილოზე... აი, როგორია ვან გოგის მიერ დანახული სოფლის და ცის ხედი მზის ამოსვლამდე სენ-რეიმ-დე-პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან.
„ვან გოგს აღარ სურდა რაიმეს აღწერა. ის თავისი სულიერი მდგომარეობის გამოხატვას ესწრაფოდა. კაშკაშა მთვარეს ერწყმის მოელვარე კვიპაროსების მონუმენტური და ბნელი სილუეტი. წითლით შემოვლებული და ყვითლად დაწინწკლული ხეები აწონასწორებს ცის ბრწყინვალებას და კლაკნილი ხაზების მიუხედავად, სრულყოფილ სახეს სძენს ნამუშევარს.“
კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე - ეს ნახატი კავშირშია ვან გოგის მეორე არანაკლებ ცნობილ ნამუშევართან, რომლის სახელწოდებაც არის: „ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონაზე“.
მხატვარმა ორივე ნახატი ქალაქ არლში დახატა და ეს ნამუშევრები სექტემბრის თვეში, 1888 წელს შეიქმნა. ეს სწორედ ის მონაკვეთია, რომელსაც ვან-გოგის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდად მოიხსენიებენ.
ცნობილია ის ფაქტი, რომ გამორჩეული მხატვარი ღამეს და ვარსკვლავებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მას ეს ყოველივე შთაგონებას უღვივებდა. ლამარტენის მოედანზე ყვითელ სახლს ქირაობდა და სწორედ ამ სახლის მიმდებარე ტერიტორიაა ასახული ზემოთ ხსენებულ ნახატში: „ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონაზე“.. იგივე პერიოდში დახატულ ნახატს, რომელიც მოედანზე არსებულ კაფეს ტერასას აცოცხლებს, მართლა ჰგავს სინათლის შუქებითა და ეფექტებით.
ავტოპორტრეტი
მას მხოლოდ ერთი ავტოპორტრეტი როდი აქვს, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ ერთი მათგანი შეიყვარეს.
რატომ? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ის შესაძლოა მისი უკანასკნელი ავტოპორტრეტი იყოს.
ნახატი მზესუმზირების პარიზული ვერსიიდან, რომელიც ვან გოგის მეგობარმა პოლ გოგენმა შეიძინა.
დედის პორტრეტი - ეს ქალბატონი გახლდათ ადამიანი, რომელსაც მისი ხელოვნებასთან დაახლოება ყველაზე მეტად სურდა. ვან გოგი აღნიშნავდა კიდეც, რომ ხელოვნების სიყვარული მისი დედის, ახალგაზრდა მოყვარული მხატვრის დამსახურება იყო. დედას ხშირად უძღვნიდა თავის ნახატებს. მათ შორის იყო ყვავილები და პეიზაჟები, რითიც დედის ამაყ და მშვენიერ ხასიათს გადმოსცემდა.
აღსანიშნავია, რომ დედის პორტრეტი ვან გოგმა შავ-თეთრი სურათიდან დახატა.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
ხალხის პირველი რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: "ვარსკვლავებიანი ღამე", "მზესუმზირები", "კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე" 21 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.