"სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.
„ცნობილია, რომ ბოლო სეზონი 6 სერიისგან შედგება. სხვა დეტალებზე აქამდე არ საუბრობდნენ, თუმცა ამჯერად დუმილს HBO-ს ბოსი - რიჩარდ ფლეფლერი არღვევს და აცხადებს, რომ ბოლო სეზონის ყველა სერია დამოუკიდებელ ფილმებს ემსგავსება. თითოეული მათგანის ნახვისას გაგიჩნდება განცდა, თითქოს უყურებ ფილმს და არა სერიალს.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ისინი გასაგიჟებელ ფილმს ქმნიან:
„ეს იყო ნამდვილი სპექტაკლი. ამ ბიჭებმა შექმნეს არა 6 სერია, არამედ 6 ფილმი. როდესაც მათ ვუყურებდი, საერთოდ არ გამჩენია განცდა იმისა, რომ ჩემ წინ სერიალის გმირები იდგნენ“, - ამბობს ის.

რეჟისორის თქმით, სერიების ხანგრძლივობა 60 წუთია.
ერთგულ მაყურებელს თიზერის ნახვაც შეუძლია. ხანმოკლე ვიდეო სიუჟეტის განვითარების საშუალებას იძლევა და მე-7 სეზონში მიმდინარე მოვლენებსაც შეგვახსენებს.

წყარო: dailymail.co.uk