შვილის გაჩენის შემდეგ ნუკი კოშკელიშვილი მომატებულ კილოგრამებზე მალევე ალაპარაკდა.
მან მცდელობები არ დაიშურა, თუმცა ახლა უკვე ის მომენტია, როცა გადაწყვიტა, წონას სერიოზულად მიხედოს. ის თავის გამომწერებს ამხნევებს და ცოტა ხნის წინ იმ დიეტის რეცეპტიც გაუმხილა, რომლის დაწყებასაც სულ მალე თავად აპირებს.
აი, რას წერს ნუკი თავის „ინსტაგრამზე“:
„როგორც დაგპირდით, დიეტა! მოკლე ისტორია, რატომ გადავწყვიტე ეს დიეტა. გუშინ გავიცანი საინტერესო წყვილი. ახალგაზრდა გოგო და შედარებით ასაკიანი კაცი. მათ დიდი ხანია დაკლება უნდოდათ და არ ჰყოფნიდათ ნებისყოფა, რომ საათების მიხედვით ეჭამათ. ინტერნეტში და დიეტოლოგებთან კვლევის შემდეგ, აღმოაჩინეს თავისთვის (თორემ ისე არსებობს ეს დიეტა რამდენი ხანია) უმი დიეტა!!! მთავარი პრინციპი, ჭამე, რამდენიც გინდათ, რომელ საათზეც გინდათ, უბრალოდ ეს საკვები უნდა იყოს უმი. ოღონდ უმი მწვადი და ხინკალი კი არა!!! საჭმელი, რომელიც ისედაც უმად იჭმევა. სალათი, ბოსტნეული, ხილი, მწვანე ლობიო, ქოქოსი, ნიგოზი, უამრავი საკვები და თევზი, მხოლოდ შებოლილი. გარანტიას გაძლევთ! რომ წონას საგრძნობლად დააგდებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება! მე ვიწყებ ოთხშაბათს! დავპოსტავ ყოველდღიურად რას ვჭამ, შედეგებს (პირობას გაძლევთ, გულწრფელ შედეგს გამოვაქვეყნებ! ახლა დასასვენებლად ვარ და ვჭამ ბოლოჯერ და გემრიელად. ოთხშაბათიდან ცხოვრება იცვლება! ერთად უფრო გავამხნევებთ ერთმანეთს.
მის პოსტს, როგორც ყოველთვის, დედები ეხმაურებიან: „სხვათა შორის, ბოსტნეული ძალიან კარგად ანაყრებს. მიუხედავად იმისა, რომ მე პური ძალიან მიყვარს, ბოსტნეულზეც ვგიჟდები და ზუსტად ამიტომ მშობიარობის შემდეგ მალევე ჩავდექი ფორმაში. არადა, ბუნებრივ კვებაზე მყავს ბავშვი“, „კარგი, მეც ვიწყებ. იმედია, გამოვა რამე. წარმატებები ყველას. წახალისებისთვის მადლობა ნუკის“.
ჩანს, რომ მოდელსა და ტელეწამყვანს წონაში დაკლების მსურველთა წახალისება კარგად გამოსდის.
მის მიერ გამოქვეყნებულ წინა პოსტში კი დიეტის გამხელის შესახებ წინასწარ დააანონსა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც დიეტის სწორად დაცვას მოჰყვება:
„ვიცი, ვიცი, ამ თემაზე დიდი ხანია არ დამიწერია და ისიც ვიცი, ბევრს მოგაბეზრეთ წონაზე საუბრით. თუმცა ძალიან ბევრი მესიჯი მომდის ყოველდღიურად კითხვით - როგორ დავიკელი? ეს ძველი ფოტოა. სამწუხაროდ, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. ცოტა ხნის წინ საკმაოდ მოტივირებული ვიყავი და კარგადაც მივდიოდი, მერე დღესასწაულები და ფუსფუსები და სულ გადავაგდე თავის მოვლა.
ჩემს თავს ვატყუებდი. ეტყობა, დეპრესიის ან იმედგაცრუების ერთ-ერთი ფორმაა შეგუება. ხოდა, რადგან გამიჭირდა სასურველი მიზნის მიღწევა, ავდექი და ტყუილზე გადავედი. თან ისეთ დამაჯერებელზე, რომ ცოტა კიდევ მჯერა.
დავიჯერე, რომ ყველა სულაც არ უნდა იყოს იდეალურ ფორმაში. გემრიელი შოკოლადით განებივრება მირჩევნია, ვიდრე წვალება და თანაც, რისთვის. ქმარი მყავს, შვილი მყავს და მაინცდამაინც ქვაზე დახატული ეშმაკი არ ვარ. კი, კი, ბევრი იტყვის, სულაც არ არის ეს ტყუილიო, მაგრამ!!! ჩემთვის არის! ბედნიერება, გასაგებია, რომ ფორმებით არ განისაზღვრება, თუმცა წარმატებისკენ, უკეთესობისკენ მისწრაფება არის უდავოდ ბედნიერების მთავარი კომპონენტი! დღეს ჩამოვედით მე და ჩემი ოჯახი დასასვენებლად სანაპიროზე და მივხვდი, სულაც არ ვარ კმაყოფილი ჩემი თავით და კარგად აეწყო, რომ საოცარი ქალი გავიცანი, რომელმაც თავისი წონასთან ბრძოლის დიეტა გამანდო. 6 თვეში 40 კილო დაიკლო!!! არის ჯანმრთელი და ბედნიერი! ამჯერად აღარ ვაპირებ დავნებდე და მინდა ბოლომდე ვიბრძოლო დასახული მიზნისთვის. ვისაც გაქვთ სურვილი, შემდეგი ოთხშაბათიდან, 16 იანვრიდან ვიწყებ! შემომიერთდით. ერთხელ მაინც როგორ არ უნდა დავხვდეთ გაზაფხულს იდეალურ ფორმაში? პ.ს. დიეტას დავწერ შემდეგ პოსტში“.