ზამთრის არომატები — ეს არის ნაძვის და ციტრუსის არომატი, ამიტომაც, შესაბამის დესერტს გთავაზობთ.
კარამელიზებული ფორთოხალი შოკოლადის მინანქრით ძალიან წარმატებული დუეტია.
ფორთოხალს ყველაზე მეტად შავი, მწარე შოკოლადი უხდება. შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრაზე როგორც დესერტი, ან მორთოთ ტორტები.
ინგრედიენტები:
- შაქარი 600 გ
- ფორთოხალი 6 ცალი.
- წყალი 300 მლ
- შავი შოკოლადი 250 გ

მომზადება:
- დაჭერით ფორთოხალი მრგვალ ნაჭრებად (დაახლოებით 0,5 სმ სისქეზე). ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 3-4 წთ.
- გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და გააშრეთ.
- წყალში ჩაყარეთ შაქარი, გააცხელეთ, რომ შაქარი გაიხსნას.
- ჩაყარეთ სიროფში ფორთოხლები და ხარშეთ ერთი საათი.

- როდესაც ქერქი გახდება ვარდისფერი, ამოიღეთ, დააცადეთ, დაიწუროს.
- დადეთ საცხობ სინზე და გააშრეთ 15–20 წუთი გაზქურაში, 100–120 გრადუსზე.
- დაადნეთ შოკოლადი და ფორთოხლის ნაჭრები სანახევროდ ამოავლეთ.
- როდესაც შოკოლადი გამაგრდება, მიირთვით ჩაისთან, ან ყავასთან ერთად.
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!