თუ ნამდვილი კინომანი ხართ, კარგად გეცოდინებათ, რომ საინტერესო ფილმისგან მიღებული სიამოვნება მარტო მის ყურებაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გარემოში უყურებ მას.
კინოს ყურების დროს, რეალობას ვეთიშებით და ჩვენი გონება ფილმის გმირებთან ერთად იწყებს მოგზაურობას. თუ საშინელებათა ფილმს ან თრილერს ვუყურებთ, დაძაბულ მომენტებში შიშისაგან ვკრთებით, ტანში ჟრუანტელი გვივლის და ფილმის დასრულების შემდეგაც მიგვყვება ემოციები.
თუ რაიმე გულისამაჩუყებელი მომენტია, გმირზე არანაკლებ განვიცდით და ხშირად ვტირით კიდეც. ხოლო თუ კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებთ, გულიანად ვიცინით. მოკლედ, კარგ ფილმს ნამდვილად შეუძლია ხასიათის გაუმჯობესება. უფრო მეტიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ფილმებით დეპრესიასაც მკურნალობენ, უფრო თავდაჯერებულებიც ხდებიან და მოტივაციასაც იღებენ.
თუ გიყვართ თავგადასავლები და მძაფრი შეგრძნებები, გირჩევთ, ამ ხუთი ადგილიდან ერთ-ერთში მაინც უყუროთ საინტერესო ფილმს.
თქვენ დაგჭირდებათ სწრაფი ინტერნეტი. საუკეთესო ინტერნეტპაკეტებს „ბილაინი“ გთავაზობთ. 2 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ღამის ულიმიტო პაკეტი. ან 3 ლარად 1500 MB. 5-ად - 2500 MB. 10 GB-ის შეძენას კი 10 ლარად შეძლებთ. თავისუფლად შეძლებთ, უყუროთ ფილმებს.
მაშ, ასე:
1. ტყეში
არასოდეს დამავიწყდება ჩემს სოფელში გატარებული საღამო. მეგობრებმა ხეებზე გადავჭიმეთ ზეწარი და საშინელებათა ფილმს პირდაპირ ტყეში ვუყურეთ. ცეცხლის გარშემო ვისხედით და „ასტრალს“ ვუყურებდით. ასეთი შეგრძნებები ნამდვილად არასოდეს დაგავიწყდებათ!
დაგჭირდებათ:
- ზეწარი
- პლანშეტი
- ხარისხიანი ინტერნეტი
2. სახლის სახურავზე
ძალიან რომანტიკული ადგილია მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი სასიყვარულო ფილმის სანახავად. თქვენ ორნი, "კოკა-კოლა", პოპკორნი, სმარტფონი და კარგი ფილმი. მეტი ნამდვილად არაფერია საჭირო.
3. მიტოვებული შენობა
წარმოიდგინეთ სრული სიჩუმე, ცარიელი შენობა, სადაც მეგობრები შეიკრიბეთ. ფილმი შეგიძლიათ პირდაპირ კედელზე გაუშვათ. დეტექტივი, თრილერი, ბლოკ-ბასტერი, სათავგადასავლო, ფანტასტიკა, ფენტეზი - ნებისმიერი ჟანრი შეგიძლიათ აირჩიოთ. მთავარია, დარწმუნდეთ, რომ შენობა არ არის ავარიული. პირადად მე, ასეთ ადგილას „ინდიანა ჯონსის თავგადასავალს“ ან Tomb Rider-ს ვუყურებდი.
4. კარავში
თუ ლაშქრობაში ხშირად დადიხართ, აუცილებლად უყურეთ ფილმს კარავში. თუ გინდათ, რომ კარგად დაგეძინოთ, არჩევანს საშინელებათა ფილმზე ნუ შეაჩერებთ. რამე უფრო მსუბუქი და სასიამოვნო ფილმი შეარჩიეთ. მოიდგით გვერდით ცხელი ჩაი თერმოსით და განიტვირთეთ.
5. სარდაფი
ეს ვარიანტი ყველაზე უშიშრებისთვისაა! თუ გინდათ, შეამოწმოთ, რამდენად უშიშარი ხართ, გაბედეთ და უყურეთ სარდაფში ფილმს მოჩვენებებზე ან ზომბი აპოკალიფსზე. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო ფოტო შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში.
"ბილაინის" ინტერნეტპაკეტები დაგეხმარებათ, გაატაროთ საინტერესო საღამო მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად, მინიმალური დანახარჯით.