ქლოე კარდაშიანი ANOUKI-ს კაბაში (ვიდეო) - Marao

ქლოე კარდაშიანი ANOUKI-ს კაბაში (ვიდეო)

2019-01-18 20:34:59+04:00

ბოლო დროის მანძილზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანისამოსი და აქსესუარები ხშირად გვხვდება უცხოელ ცნობად სახეებზე, რაც ქართული მოდის განვითარებისთვის ძალიან დიდი ნაბიჯია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალის მიხედვით, ქართველი დიზაინერის ერთ-ერთი კაბა ამერიკელ ტელე-ვარსკვლავ ქლოე კარდაშიანამდე მივიდა.

რამდენიმე საათის წინ ქლოემ საკუთარ Instagram-ზე ატვირთა არა-ერთი ვიდეო სადაც მას ქართველი დიზაინერის - ანუკი არეშიძის კაბა აცვია, რომლითაც ის ძალიან კმაყოფილია.

თუმცაღა , ვიდეოში ის ასევე ამბობს რომ მან არ იცის ვინ არის ამ კაბის ავტორი და აუცილებლად გაარკვევს ამას.

ვიდეოები