ყველაფერი, რაც წითელას ვაქცინაზე უნდა იცოდეთ! - Marao

ყველაფერი, რაც წითელას ვაქცინაზე უნდა იცოდეთ!

2019-01-20 16:44:16+04:00

წითელას საწინააღმდეგოდ აცრა ტარდება კომბინირებული ვაქცინით - MMR – Measles, mumps, rubella - წითელა, წითურა, ყბაყურა

  1. ყველა ბავშვს 1 და 5 წლის ასაკში უნდა ჩაუტარდეს გეგმიური ვაქცინაცია.
  2. 1 დან 5 წლამდე ბავშვები, ვისაც ჩატარებული აქვს ვაქცინაცია მხოლოდ ერთხელ 1 წლის ასაკში, წითელასთან კონტაქტის შემთხვევაში უნდა აიცრან დამატებით ვადაზე ადრე.
  3. 1 წლამდე ბავშვები კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია აიცრას გეგმიურზე ადრე (წითელასთან კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში). ასეთ შემთხვევაში აცრა შეიძლება გაკეთდეს 6 თვის ასაკიდან ნებისმიერ დროს. ეს აცრა არ ჩაითვლება გეგმიურ ვაქცინად და შემდეგი აცრები ჩატარდება 1 და 5 წლის ასაკში
  4. მოზრდილები (<40 წელზე), ვისაც 2004 წლამდე ჩატარებული აქვს MMR გეგმიური ვაქცინაცია - იცრებიან დამატებით 1 დოზით, მიუხედავად კონტაქტისა
  5. მედპერსონალი, რომელიც სრულფასოვნად არ არის აცრილი, იცრება მიუხედავად კონტაქტისა.
  6. ყველას ვისაც სრულად - (2 ჯერადად) აქვს ჩატარებული ვაქცინაცია არ საჭიროებენ დამატებით აცრას, კონტაქტის შემთხვევაშიც კი.

ვინ არ იცრება:

  1. 6 თვემდე ბავშვები
  2. ყველა ვისაც ჰქონია სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია ანტიბიოტიკ ნეომიცინზე ან MMR ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე
  3. ყველა ვისაც MMR ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
  4. ვისაც აქვს მწვავე, ცხელებით მიმდინარე ავადობა - სასურველია ვაქცინაციის თარიღის გადაწევა
  5. ორსული ქალები. ორსულებს რომლებსაც სჭირდებათ ვაქცინაცია იცრებიან მშობიარობის შემდეგ. MMR ვაქცინაციის შემდეგ 4 კვირა დაორსულება სასურველი არ არის.

აცრამდე აცნობეთ თქვენს ექიმს თუ:

  1. გაქვთ აივ/შიდსი ან იმუნური სისტემის სხვა დაავადება
  2. გიტარდებათ მკურნალობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს იმუნურ სისტემაზე, მაგალითად იღებთ სტეროიდებს
  3. გაქვთ ავთვისებიანი სიმსივნე
  4. მკურნალობთ ავთვისებიან სიმსივნეს რადიო ან ქიმიო თერაპიით
  5. შემცირებული გაქვთ სისხლში თრომბოციტების რაოდენობა
  6. უკანასკნელ 4 კვირაში აიცერით
  7. ბოლო პერიოდში დაგჭირდათ სისხლის გადასხმა

წყარო: მრჩეველი - პედიატრიული სამსახური