ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. სამსახურში, სახლში, გზაში - ჩვენ ვაგზავნით შეტყობინებებს, „ვსქროლავთ“ სიახლეებს და „ვშთანთქავთ“ ელექტრონულ ინფორმაციას.
ამერიკულმა ტელერადიოკომპანია Cumulus Media-მ გადაწყვიტა, სტატისტიკა გაერკვია, თუ რას აკეთებენ ინტერნეტმომხმარებლები ერთი წუთის განმავლობაში.
კვლევების რეზულტატები გაგაოცებთ. აღმოჩნდა, რომ ყოველ 60 წამში ჩვენ ერთმანეთს მილიონობით წერილს ვწერთ, ვაქვეყნებთ ასობით ათას პოსტს და დაუსრულებლად „ვაწვალებთ“ „გუგლს“ კითხვებით.
მოდით, ვნახოთ ინფოგრაფიკა - რა მოხდებოდა, ინტერნეტი რომ გაქრეს.
იწერება 481 000 სტატუსი
მსოფლიოში ყოველ წუთში 187 მილიონი ელექტრონული შეტყობინება იგზავნება
„ინსტაგრამში“ 174 000 პოსტს ათვალიერებენ
წუთში 3,7 მლნ სიტყვა იძებნება „გუგლში“
„იუთუბში“ 4,3 მლნ ვიდეოს ნახულობენ წუთში