ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ შოტლანდიაში, ქალაქ დამბარტონში საიდუმლოებით მოცული ხიდი არსებობს. ოვერთაუნის ხიდი 1862 წელს ააგეს, 1895 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ხიდი ცნობილი გახდა თავისი უსიამოვნო ამბებით. ათეულობით წელია, ამ ხიდიდან ძაღლები ხტებიან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.
პირველი შემთხვევა 1951 წელს დაფიქსირდა. 70 წლის განმავლობაში 600 ძაღლი გადმოხტა ამ ხიდიდან. მეცნიერები უკვე დიდი ხანია იკვლევენ ამ ფაქტს. დაზუსტებით არავინ იცის, რა აიძულებთ ძაღლებს 15-მეტრიანი ხიდიდან გადახტნენ, მაგრამ ოთხფეხა მეგობრების უჩვეულო ქმედება მეცნიერულადაა დადასტურებული. თანაც, როგორც წესი, თავს გრძელსახიანი ძაღლები იკლავენ.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1">
</div>
</div>
საინტერესო ისაა, რომ თუ თვითმკვლელი ძაღლი ხიდიდან გადმოხტომის შემდეგ შემთხვევით გადარჩა, ის კვლავ ადის ხიდზე და ისევ ხტება. ისიც საინტერესოა, რომ ძაღლები გადმოსახტომად მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ადგილს ირჩევენ.

ადგილობრივებს ეს ხიდი მაინცდამაინც არ უყვართ. მერიის თანამშრომლებმა ხიდზე გამაფრთხილებელი აბრაც გააკრეს, რომ შინაური ცხოველის სეირნობის დროს, პატრონები ამ ხიდზე გასვლისას მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ.
ძაღლების ცნობილი ფსიქოლოგი დევიდ სენდსი დიდხანს იკვლევდა ძაღლების ქცევას და ორი თეორია შეიმუშავა. პირველის თანახმად, ძაღლებს გვირაბის ქვეშ მცხოვრები ცხოველების სუნი იზიდავთ. მეორე ვერსიით, ძაღლები ძირს შემთხვევით ხტებიან, რადგან ვერ არჩევენ ფერებს და ხიდსა და ფონს შორის სხვაობას.

სხვათა შორის, ეს ხიდი მხოლოდ თვითმკვლელი ძაღლებისთვის არაა სასურველი ადგილი. 1994 წელს ჭკუიდან შეშლილმა მამამ ყვირილით "ეს ანტიქრისტეს შვილია!" ხიდიდან ჯერ საკუთარი შვილი გადააგდო და შემდეგ თავადაც გადახტა.

ეს ფაქტი პარაფსიქოლოგებსაც უკარგავს მოსვენებას. მათ დაადგინეს, რომ ხიდზე „თეთრი ლედის“ მოჩვენება ბინადრობს. ექსტრასენსები კი ამ ადგილს "სამყაროთაშორის ადგილს" უწოდებენ. საიდუმლოებებით მოცული ხიდი ტურისტებისთვისაც საინტერესო ადგილი გახდა.
წყარო: factroom.ru; parallelnyj-mir.com