ტანზანიის მკვდარი ტბა, რომელშიც მარილის კატასტროფულად დიდი რაოდენობაა, ფრინველთა სასაკლაოდ გვევლინება.
ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდეტმა ფიტულებად ქცეული არსებები შემთხვევით აღმოაჩინა, როცა აფრიკაში გადაშენების პირას მყოფ ველურ ბუნებას სწავლობდა. მან უცნაური სანახაობა კადრებზე აღბეჭდა და გასაოცარი ალბომი შექმნა.
გარდა იმისა, რომ მარილით კონცენტრირებულ წყალში მხოლოდ ძლიერ ტუტე გარემოში გამძლე არსებებს შეუძლიათ ცხოვრება, წყლის ტემპერატურა 60 C-ია, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ტერიტორია თითქმის მთლიანად დაუსახლებელია. იზრდებიან მხოლოდ ის მცენარეები, რომლებიც მარილიან გარემოში თავს კარგად გრძნობენ. როგორც ჩანს, ისინი იმდენად მიმზიდველები ჩანან, ფრინველებს მათი დაგემოვნების სურვილი უჩნდებათ, თუმცა ეს მათთვის კარგად არ სრულდება, ისინი ფიტულებად იქცევიან და სამუდამოდ იქ რჩებიან. ბოლომდე გაურკვეველია, თუ რატომ ვერ აღწევენ თავს იქაურობას.
ფოტოგრაფის თქმით, ტბას არეკვლის ძალიან დიდი უნარი აქვს და შესაძლოა, ფრინველებს საკუთარი აჩრდილიც აბნევდეთ.



