დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ მის მიერ შექმნილი ქალის ბაფთების კოლექციის ნაწილი წარმოადგინა.
ფოტოებს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. ნაწილი წერდა, რომ ულამაზესი ბაფთებია, რომლებიც ნებისმიერ ქალბატონს მოუხდება; სხვები კი ბაფთების ფასმა გააღიზიანა და ახალ კოლექციას ერთგვარად აჟიოტაჟი მოჰყვა.
„ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ეს პროდუქცია ძალიან ძვირია“, „თმის ბაფთებს 90 ლარს რომ მიაწერ, ვინ უნდა იყიდოს? მარტო "პადრუგებმა?“ - წერდნენ ადამიანები.
რა თქმა უნდა, დიზაინერს გამომწერები გამოექომაგნენ: „სხვა ბრენდების ფასებსაც ასე აპროტესტებთ თუ უბრალოდ ანუკის ლანძღვა გსიამოვნებთ? თუ გინდა და გაქვს შესაძლებლობა, იყიდე და თუ არა, საბანი ისე დაიხურე, როგორც მოგწვდება! საბჭოთა კავშირში ყველა ერთნაირად ცხოვრობდა, ფართუკებით და თეთრი ბაფთებით. თუ ვინმეს უნდა უკან დაბრუნება, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, არ ვიცი! თუ არა და, თავის ნაშრომს თუ უნდა „ოთოს ვირად“ გაყიდის და თუ უნდა საჩუქრად დაარიგებს“, „მხოლოდ საქართველოში არ ფასობს ხელნაკეთი ნივთი და ფასს უყურებენ - იმას არა, რომ შრომობს ადამიანი.. ის, რაც ლამაზია, ყოველთვის ძვირია. ერთი დღე შეეცადეთ აბა გააკეთოთ თქვენ მსგავსი სილამაზე და ნახავთ, რა ფასს დაადებთ“.
გამომწერთა დიდი ნაწილი კმაყოფილებას გამოთქვამს ანუკის კოლექციის მიმართ და აღნიშნავენ, რომ მისი ნამუშევრები ყოველთვის ხარისხიანი და საოცარია. აქვე თქვეს ისიც, რომ ბაფთები სვაროვსკის თვლებითაა გაფორმებული და ფასიც შესაბამისია.
კრიტიკოსთა კომენტარებს დიზაინერიც გამოეხმაურა: „3 თვე გახდება, რაც ასეთი მოდელები გვაქვს მაღაზიაში და იმ დღესვე იყიდება. არც ჩემი ,,პადრუგები" არ ყიდულობენ და არც ცნობილი სახეები. ჩვეულებრივი ადამიანები. რაც შეეხება ფასს, როდესაც ხელით მუშაობს ადამიანი და დაახლოებით ერთ დღეზე მეტს ანდომებს ამის შეკერვას და ხელით დაქარგვას, ალბათ მისი შრომა მაინც ღირს შესაბამისი ფასი“..