ისტორია იმაზეა, თუ რა საშიშროებებს ეყრებოდნენ მოდის მიმდევრები რამდენიმე საუკუნის წინ.
ამბავს მოდის მუზეუმის მკვლევარი და ლექციის ციკლის „ბინძური მოდა“ ავტორი, ანასტასია კომაროვსკაია გვიყვება.
ქალები ზურმუხტისფერში თავიდან-ფეხებამდე იმოსებოდნენ: ყიდულობდნენ ქუდებს, კაბებს, ფეხსაცმელებს, ხელთათმანებს - ყველაფერს, რაც დარიშხანით იყო შეღებილი. თუ თავსაბურავებსა და სამოსს სპეციალურ საფარს აკერებდნენ, ხელთათმანს მის გარეშე კერავდნენ, მას უბრალოდ ფუნჯით ღებავდნენ და აშრობდნენ - შხამი პირდაპირ კონტაქტში იყო კანთან. ქალბატონები გამონაყარსა და ჭრილობებს უჩიოდნენ.
მოდის მოყვარულ ქალებს დარიშხანი ხელსაქმისთვის საჭირო ნაკრებშიც ხვდებოდათ. იმ დროისათვის პოპულარული ჰობი გახლდათ მოდური გვირგვინების შექმნა, რომელთა დეტალები იყო ნაყოფი, ყვავილები, ფოთლები და ყურძენი. გამოიცანით, რით ღებავდნენ მათ.
ყველაზე სერიოზულად, რა თქმა უნდა, ისინი იწამლებოდნენ, ვინც ტექსტილზე მუშაობდა. ფხვნილი ტანსაცმელზე იყრებოდა ადამიანებს საწამლავი სახლში მიჰქონდათ.
თავდაპირველად ქუდებს, განსაკუთრებით მამაკაცისას, თახვის ფეტრისგან ამზადებდნენ. მისი წარმოებისთვის ვერცხლისწყალს არ გამოიყენებდნენ, მაგრამ თახვის დეფიციტის დროს, სპეციალისტებმა სხვა ბეწვის გამოყენება დაიწყეს - მაგ: კურდღლის. ასეთი ქუდი უფრო იაფფასიანი იყო, მაგრამ საჭირო გახდა ვერცხლისწყლით მისი დარბილება. მას ბეწვში შიშველი ხელებით ურევდნენ. უკვე მზა ქუდების დავარცხნისას კი ჰაერში ირეოდა ვერცხლისწყლის ნაწილაკები - იწამლებოდა იქ მომუშავე ყველა ადამიანი.
წარმოება ძალიან დიდხანს არაფრით რეგულირდებოდა, განსაკუთრებით ინგლისში. ვერცხლისწყალი ХХ საუკუნის შუა წლებამდე გამოიყენებოდა. სიტუაციას ართულებდა ცუდი შენობები, არ ხდებოდა ვენტილაცია. ეს თემა პერიოდულად იქცევდა საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ მოდა სასტიკია - ქუდი გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო.
ბევრს განიხილავდნენ - იყო რჩევები, როგორ დაეწყოთ, როგორ გაეკეთებინათ, მაგრამ არც ერთი მოხსენება იმისა, რომ არსებობდა 25 წლის ასაკში თვითმკვლელობის რისკი, ვერცხლისწყლით მოწამვლის გართულებული მდგომარეობის გამო.
ისინი კი, ვინც ქუდებს ატარებდნენ, ზიანს მხოლოდ მინიმალური დოზით იღებდნენ, ფეტრი ხომ მხოლოდ ქუდს გარეთ იყო.
მოგვიანებით ქალებს დამხმარედ გამოეცხადა ჩარლზ უორტი, ცნობილი, როგორც მაღალი მოდის მამა. მან მათ შესთავაზა კრინოლინი სალტებითა და ზონრებით. კონსტრუქციამ კაბის წონა შეამცირა და მისი დიამეტრი სამ მეტრამდე გაზარდა. თუმცა ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვა: ქალთან მიახლოება ძალიან გართულდა, ის დიდ ადგილს იკავებდა, კრინოლინის მოძრაობის კონტროლი კი შეუძლებელი იყო. ქალი ერთ მხარებს ბრუნდებოდა, ქვედაბოლო კი სხვა მხარეს მიიწევდა. ამ კაბით სანთელს რომ შეხებოდით ან ბუხართან ძალიან ახლოს მდგარიყავით, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა?
კაბა დიდხანს იწვოდა, სხვა ქალებს რისკის გარეშე მიახლოება არ შეეძლოთ. ზოგიერთი მონაცემებით XIX საუკუნეში კრინოლინით დამწვარი ქალების რაოდენობამ ათასს მიაღწია.
იმ დროინდელი სატირული ჟურნალები ამ ამბავზე რეაგირებას კარიკატურით ახდენდნენ: მოახლე ქვედაბოლოს წმენდს, მისი ბოლოდან კი ტიფის ღრუბელი ამოდის, კუთხეში შეშინებული ბავშვები დგანან. მათ უკან დგას გახარებული სიკვდილი.
მომაკვდინებლად მოდურ სამოსს სრულიად გააზრებულად ყიდულობდნენ - მათ ესმოდათ, რომ პრობლემები ელოდათ. ქალები იძულებულები იქვნენ დრეს-კოდი დაეცვათ. რა თქმა უნდა, იყო საჩივრებიც, რათა უფრო მოსახერხებელი ფეხსაცმელი და ბუნებრივი ფერის სამოსი ეტარებინათ, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ მოდა გარკვეულწილად დიქტატია.
წყარო: cosmo.ru