რას საქმიანობს ივანიშვილების ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი (ფოტო) - Marao

რას საქმიანობს ივანიშვილების ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი (ფოტო)

2019-02-03 11:15:57+04:00

„მე უბრალოდ ის ბავშვი ვარ, რომელსაც ხატვა მათემატიკაზე მეტად უყვარს“ .
სწორედ ეს ფრაზა უწერია „ინსტაგრამზე“ ივანიშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წევრს- ცოტნე ივანიშვილს.

როგორც თავად ამბობს, ბერა ძმას „ინსტაგრამის“ ექაუნთის მართვაში ეხმარება.

ძმები კლიპებში ერთად ხშირად ჩნდებიან და უამრავი ფოტო აქვთ, სადაც ხშირად ერთნაირადაც აცვიათ.

ფოტოების აღწერიდან ჩანს, რომ მომღერალს ძმა თავის პატარაობას ახსენებს.. გულშემატკივრებიც აღნიშნავენ, რომ მსგავსება დიდია.

ივანიშვილების ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ხელოვნების ერთ-ერთი უმშვენიერესი დარგითაა დაინტერესებული.

როგორც ხედავთ ცოტნე ივანიშვილს ხატვა ძალიან უყვარს და მშვენივრად გამოსდის.

გამომწერების რაოდენობას არ უჩივის და ფერად, ბავშვურ, სიცოცხლით სავსე ნახატებს აქვეყნებს. კომენტარებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მის შემოქმედებას ძალიან ბევრი ადამიანი აქებს.

საინტერესოა ისიც, რომ ცოტნემ ბერას და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ნახატი დაუხატა და ქორწილში აჩუქა. გთავაზობთ ნახატის დეტალებს, რომელიც ცოტნეს „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ: უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.

ერთი ერთში: ბერას და მისი უმცროსი ძმის იდენტური ლუქები (ფოტო+ვიდეო)