მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობს.
როგორც ცნობილია, ის ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ხვდება. წყვილი ბოლო პერიოდში აქტიურობს და საჯარო თავშეყრის ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებიან.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე</div>
თუმცა, მისი თაყვანისმცემლები არ ცხრებიან და ერთ-ერთი მათგანი კომენტარების საშუალებით მიანიშნებს, რომ მისი ცოლად მოყვანა სურს. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ნამდვილად თავგადაკლული ფანია.
ტორონტოელი ანტონი „ინსტაგრამზე“ შორენას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე თავის ძმაკაცსაც ესაუბრება. აი, რას წერენ ისინი: „როგორც ჩანს, ჩემი საცოლე ჩემზე ძალიან არის გაბრაზებული, რადგან არ მპასუხობს.“ „ძმაო, მერე? ახალი პორშე უყიდე“.
„პრობლემა იმაშია, რომ შორენას უკვე ჰყავს პორშე, ამიტომ დაბადების დღეზე ახალ ლამბორჯინის ვუყიდი“.
„მშვენიერი აზრია, ძმაო, საინტერესოა, თვითონ რას ფიქრობს ამაზე?“
ანტონი: „ის ხომ ჩემზე გიჟდება. ეს ჩემი ცოლი იქნება. ჩვენ საქართველოში უნდა ჩავიდეთ, რადგან შორენა მელოდება“. „მე არ მინდა, რომ მუშაობდეს, ის ხომ ჩემი დედოფალია“...
„გოგოები ოცნებობენ ჩემთან ყოფნაზე, მაგრამ ბედნიერი მარტო ამ ქალთან ვიქნები“.
კომენტარებს ბეგაშვილის ერთ-ერთი გამომწერიც გამოეხმაურა: „ოცნებას კაცი არ მოუკლავს, გაიზ“.
ფაქტი კი ის არის, რომ ბეგაშვილი უკვე დიდი ხანია მიეჩვია მსგავს კომენტარებს. ამიტომ აღარც პასუხობს და ალბათ, სიცილადაც არ ჰყოფნის ეს ყოველივე.