ცოტაოდენი რომანტიკა ყველას გვჭირდება, ზოგიერთებს კი უფრო მეტი და იქნებ მათ შორის სწორედ თქვენ ხართ?
მე-12 ადგილი - ქალწული
მე-12 ადგილს საპატიოდ იკავებს ქალწული, რომელსაც რომანტიკის ატანა არ აქვს. ეს ყველაფერი კი მისი ნერვების ბრალია: მან არ იცის, როგორ უნდა რეაგირებდეს რომანტიკულ იმპულსებზე, ხოლო როცა ქალწულმა რაღაც არ იცის, ტვინი ეთიშება.
რომანტიკული ქალის წოდება მორიელისგან შორს დგას და მისთვის ეს სასიკვდილო შეურაცხყოფაცაა. ის ხომ მანკიერი ვნებების დედოფალია, რომანტიკა კი მისთვის მზარეულის დონეა.
რომანტიკისთვის ვერძი ზედმეტად ტემპერამენტიანია. ვერ ვიტყვით, რომ რომანტიკული ქმედებები მას გააღიზიანებს, თუმცა ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. ვარდები, მთვარის შუქზე სეირნობა, საყვარელი საჩუქრები - რამდენიმე წუთით სავსებით საკმარისია. შემდეგ კი მზად იყავით მისი ნერვული შეტევისთვის.
ტყუპისთვის, საერთო ჯამში, რომანტიკა სრულიად უცხო რამაა. თუმცა ხანდახან სანთლების შუქსა და ვარდების სურნელზე მასში რომანტიკული ქალწული იღვიძებს. მაგრამ მისი მეორე მხარე რომანტიკულ ქალწულს მალევე უკან, სიბნელეში აბრუნებს, სადაც ის შემდეგ შემთხვევამდე რჩება.
ურთიერთობაში მშვილდოსნებს ხშირად მოაქვთ თავი რომანტიკულ ქალებად, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. მათი მთელი რომანტიკული იმპულსი ვარდების პირველი თაიგულის შემდეგ წყდება.
კუროსთან ყველაფერი მარტივად და ლოგიკურადაა: რა საჭიროა ზედმეტი რომანტიკა, როცა პროგრესულმა კაცობრიობამ უკვე დიდი ხანია დააარსა 14 თებერვალი, 8 მარტი, დაბადების დღეები, ახალი წელი, ქორწინების წლისთავი და ა.შ. აჩუქეთ კუროს სოლიდური საჩუქრები მნიშვნელოვან თარიღებზე და სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეთ თვეში ერთხელ - ეს მისთვის სრულიად საკმარისია.
თხის რქა ერთადერთი ნიშანია, რომელსაც შეუძლია რომანტიკისა და პრაქტიკულობის გაერთიანება: მათ ზუსტად აქვთ გათვლილი, როდის არის სიურპრიზების დრო, როდის უნდა გაგზავნონ სასიამოვნო შეტყობინება, როდის დაპატიჟონ რესტორანში და ა.შ. მათ მხოლოდ ერთი რამ არ ესმით, თუ რატომ ვერ ახერხებენ ამას სხვები? დროა, ყველამ გეგმა შეადგინოს.
ლიდერების ხუთეულს მერწყული ხსნის - ისინი ძალიან რომანტიკული ქალები არიან, რასაც მხოლოდ ზოგიერთები ამჩნევენ. რადგან მათთვის ისეთი რამეებია ძალიან რომანტიკული, რაც სხვებისთვის მიუღებელია. თუმცა მერწყულს ეს არ ანაღვლებს და თუ ვინმეს ამის გაგება არ შეუძლია, მისთვის ის სულელია.
ბრინჯაოს მედალი გადაეცა ლომს, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ ურთიერთობა ლამაზი და რომანტიკული უნდა იყოს, რისთვისაც ის თავს არ დაზოგავს და თვითონაც იმავეს მოითხოვს. „სილამაზეში“ კი მათთვის სიმდიდრე მოიაზრება - ეს მხედველობაში იქონიეთ.
ვერცხლისმედალოსანი გახდა სასწორი - სასწორს შეუძლია შეინახოს და კიდევ უფრო გაამდიდროს რომანტიკული განწყობა, თუნდაც 50-წლიანი ქორწინების შემდეგ. ამას კი ისე მარტივად ახერხებს, როგორც სუნთქავს. მაგრამ, თუ მის რომანტიკულ იმპულსებს მხარს არ დაუჭერთ, ძალიან პრაგმატულად გადაწყვეტს, რომ უნდა წავიდეს და სხვა ვინმე მოძებნოს.
პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა თევზებმა - მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულმა მანდილოსანმა. თევზი რომანტიკის გარეშე თავს წყლიდან ამოგდებულივით გრძნობს, ასე კი, მოგეხსენებათ, დიდხანს ვერ ცოცხლობს. ამასთან, თავად არავითარი რომანტიკული ქმედების ჩადენა არ შეუძლია: მხოლოდ ის უნდა ატაროთ ხელისგულზე, გამუდმებით სიყვარულში გამოუტყდეთ და გარშემო ვარდის ფურცლები დაუფინოთ.