როგორ მიულოცა თინა კანდელაკმა მეუღლეს დაბადების დღე (ფოტო/ვიდეო) - Marao

როგორ მიულოცა თინა კანდელაკმა მეუღლეს დაბადების დღე (ფოტო/ვიდეო)

2019-02-09 10:35:45+04:00

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი 43 წლისაა.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ უცხოელ სელებრითებზე, ვისაც ამ ასაკში იდეალური შესახედაობა აქვს. თუმცა ფაქტია, რომ ქართველებსაც გვყავს ქალბატონები, რომლებიც ასაკთან შედარებით უმცროსად გამოიყურებიან.

საუბარია სკანდალურ ქალზე, ვისი სიტყვებიც განხილვის საგანი ხშირად ხდება.

ამჟამად თინა ტელეარხ „Матч ТВ“-ს გენერალური პროდუსერია და ისევ ითვლება მოქმედ ტელეწამყვანადაც.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მეორე ქორწინებაში იმყოფება. პირველი ქორწინებიდან კი ორი ულამაზესი შვილი ჰყავს - 18 წლის მელანია და 15 წლის ლეონტი.

კანდელაკის ჩაცმის სტილს ძირითადად დადებითად აფასებენ. ხშირად ვარჯიშობს და მისი რაციონი ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგება.

თინას „ინსტაგრამზე“ 2 მილიონი გამომწერი ჰყავს. ფოტოების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ აქტიურია. გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის და მისი რჩეული- ვასილ ბროვკო ერთმანეთს ძალიან უხდებიან.

ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს "ინსტაგრამზე" თითქმის არ აქვეყნებს. ეს სწორედ გამონაკლისი შემთხვევაა, რადგან მის მეუღლეს ახლახან დაბადების დღე ჰქონდა.

აი, როგორ მიულოცა თინამ: „ გილოცავ დაბადების დღეს. შენთან ერთად არ მბეზრდება დილამდე საუბარი, ჭამა, სმა, სპორტული აქტივობები, სეირნობა. ვაწყობთ გეგმებს ახალი მოგზაურობების შესახებ. მოდი არ შევჩერდეთ ამაზე და წინსვლა გავაგრძელოთ. შენთან ერთად ყველაფერი ჩვეულებრივი- საინტერესო ხდება. 10 წელია ერთად ვართ და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ახლახან დავიწყეთ ურთიერთობა და თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას“.

ჟურნალისტის გამომწერები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და თინას უსურვებენ, რომ მათი სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდეს.