რა ქონებას ფლობენ ქართველი ტელეწამყვანები? მდიდარი და მშვენიერი ქალბატონების ტოპ-ხუთეული - ისინი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ პროფესიული წარმატებით, მოდური ჩაცმულობითა და გარეგნობით იქცევენ, არამედ მათი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენს საზოგადოებას ხომ მათთან ერთად მათი ფინანსური შესაძლებლობებიც აინტერესებს. „რეიტინგმაც“ ჩაიჭყიტა მათ საფულეებში და ასე შეადგინა ცნობილი და მდიდარი ტელეწამყვანების ტოპ-ხუთეული.
მარიამ ვაშაძე
მშვენიერი მარიამი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვების, „მოამბის“ წამყვანია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი ადგილი მარიამმა დაისაკუთრა. შეიძლება იმიტომ, რომ მისი მეუღლე ვანიკო ბენიძე წლების განმავლობაში ყველაზე მდიდარ და სასურველ სასიძოდ ითვლებოდა.
კუდ-ის ყოფილი შეფის, დათა ახალაიას ცოლისძმა და ცნობილი ბიზნესმენის, როგორც პრესაში მოიხსენიებენ, ნავთობის მაგნატის, დავით ბენიძის შვილია. ვანიკო ბენიძე წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მეუღლესთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და თავადაც არ იცის, ეს ურთიერთობა სიყვარულში როგორ გადაიზარდა. მათი ურთიერთობა კი ქორწინებით დასრულდა.
ნინუცა ორჯონიკიძე
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი სახე გადაცემა „ნაშუადღევის“ წამყვანია. ის რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის, სოსო ორჯონიკიძის რძალია.
სოსო ორჯონიკიძე კურირებდა და დაინტერესებული იყო სასტუმროების ქსელის მშენებლობითა და სათამაშო ბიზნესით. ის, რაც საქართველოში მისი ოჯახის სახელს ოფიციალურად უკავშირდება, ცნობილი, ერთ-ერთი ძვირად ღირებული კომპლექსი King David-ია.
გაგრძელება