14 თებერვალი სწორედ ის დღეა, რომელიც უნდა გაატარო შენს მეორე ნახევართან ერთად. თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელსაც ხმაურიანი საღამოების ნაცვლად მყუდრო გარემოში საყვარელ ადამიანთან ერთად ფილმის ყურება ურჩევნია, მოკალათებულს დივანზე პოპკორნითა და ტკბილეულით, მაშინ ეს სტატია ნამდვილად თქვენთვის არის განკუთვნილი.
Marao.ge-მ მოაგროვა თქვენთვის ყველაზე თბილი ფილმების ათეული ვალენტინობის საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად.
სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს, გაცრეცილი უბის წიგნაკიდან. მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს... უყურეთ ონლაინ
2. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება
რა მოხდება, თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას... უყურეთ ონლაინ
მეუღლესთან განშორების შემდეგ მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის გადადის მშობლების სახლში და კარგავს ძველ მეგობრებს. თუმცა ცხოვრება მაშინ გიმზადებს საჩუქარს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. ტიფანის გაცნობა - ზუსტად ის შემთხვევაა...უყურეთ ონლაინ
მამაკაცს შეუყვარდება ქალი, რომელსაც სიყვარულის არ სჯერა. ტომი არქიტექტორია, რომელიც ცხოვრებისთვის სამყოფ ფულს მისალოცი ბარათების წერით გამოიმუშავებს. იგი მისი უფროსის ახალ ასისტენტს, ულამაზეს სამერს შეხვდება და მალე აღმოაჩენს, რომ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს არ ჩანს, ძალიან ბევრი აქვთ საერთო...უყურეთ ონლაინ
ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ქოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული...უყურეთ ონლაინ
6. ყოფილი გოგონების მოჩვენებები
როდესაც ცნობილი მექალთანე კონორი მიდი მისი ძმის, პოლის ქორწილში მიდის, იძულებული ხდება, მისი საქციელი გადააფასოს, რადგან შეხვედრა უწევს ყოფილი, ახლანდელი და მომავალი შეყვარებულების მოჩვენებებთან. ეს მოვლენები მის ცხოვრებას შეცვლის და კონორს მის ნამდვილ სიყვარულთან დააბრუნებს...უყურეთ ონლაინ
ათეულობით ლოსანჯელესელი ვალენტინის დღეს სისხამ დილას ხვდება და შუაღამემდე აღნიშნავს. აქედან სამი წყვილი ერთად გაიღვიძებს, მაგრამ თითოეული ურთიერთობა მალე საპნის ბუშტივით გაქრება. ღირს კი რომელიმე გადასარჩენად? მოასწრებს თუ არა თავის საქმეს კუპიდონი შუაღამემდე?... უყურეთ ონლაინ
ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე დაქორწინებული წყვილის ურთიერთობებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში...უყურეთ ონლაინ
ჰენრი ქალების მოხიბვლის დიდოსტატია, მაგრამ როცა უჩვეულო ლუსის შეხვდება, აღმოაჩენს, რომ შესაძლოა ერთი და იგივე გოგო ხელახლა რამდენჯერმე შეგიყვარდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ თვალწარმტაც ლუსის მოკლევადიანი მეხსიერება აქვს და ჰენრის ყოველ ჯერზე მისი ხელახლა მოპოვება უწევს, იქამდე, სანამ მის გულს საბოლოოდ არ დაიპყრობს...უყურეთ ონლაინ
10. გიჟური, სულელური სიყვარული
ორმოცს გადაცილებულ კალ ვივერს მისი ოცნების სამსახური, ლამაზი სახლი და მშვენიერი შვილები ჰყავს, ცოლი კი ჯერ კიდევ კოლეჯის ასაკიდან შეუყვარდა. მაგრამ კალი იგებს, რომ ემილიმ, მისმა ცოლმა უღალატა და ამიტომ განქორწინება სურს, მისი "იდეალური" ცხოვრება კი ნელ-ნელა ინგრევა...უყურეთ ონლაინ