ქართული ბრენდი "ნინელი" - პატრიოტული თემატიკით (ფოტო.ვიდეო) - Marao

ქართული ბრენდი "ნინელი" - პატრიოტული თემატიკით (ფოტო.ვიდეო)

2019-02-12 20:46:14+04:00

ბრენდი "ნინელი", უკვე სამი წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს. მას დღეისათვის ერთ-ერთი ტრენდული და ცნობადი ბრენდის სტატუსით იცნობენ.

მალევე მოიპოვა პოპულარობა ისეთი თემატიკით, როგორიცაა: სამშობლო, პატრიოტიზმი და ოკუპაცია. ჩანთები, ჰუდები, ქუდები და მაისურები საქართველოს კონტურული რუკის დიზაინით პუბლიკამ მალევე აიტაცა.

ნინელი

ამჟამად ბრენდი წარდგენს ახალ კოლექციას. იგეგმება ახალი ჰუდების , წარწერით "ერთ❤️ება" გაყიდვაში ჩაშვება.

კოლექციის ინსპირაციაა ერთგულება და მისი ასოციაციები. ერთგულება - მეგობრობაში, სიყვარულში, სამშობლოსადმი, საყვარელი საქმიანობისდამი და საკუთარი თავისადმი - კოლექციის ძირითადი მესიჯებია. სპეციალურად კოლექციისთვის უკვე შედგა ფოტო და ვიდეო-გადაღება და მომხმარებელი მასალის ნახვას მალე შეძლებს.