კინოგიდი: გიორგი ბოჭორიშვილის ტოპ 5 საყვარელი ფილმი - Marao

კინოგიდი: გიორგი ბოჭორიშვილის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

2019-02-13 14:34:10+04:00

ჩვენი ახალი რუბრიკის - “ფილმები ცნობილი ადამიანების რჩევით” - პირველი სტუმარი მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილია.

გიორგი ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში - “ჩემი ცოლის დაქალები”  - ზაზას როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი განსაკუთრებით ბოლო სეზონში გააქტიურდა.

ალმა-ატაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი” გაიმარჯვა.  ჯილდო თინათინ ყაჯრიშვილის ფილმ “ჰორიზონტში” შესრულებული როლისთვის ერგო. გიორგი ბოჭორიშვილმა გაგვანდო თავისი საყვარელი ფილმების ხუთეული. როგორც აღმოჩნდა, მისთვის გამორჩეულად საყვარელი ფილმია - “მარტო სახლში 2: ნიუ იორკში დაკარგული”.

“არ ვხუმრობ, ყველა ფილმზე უფრო მეტად მიყვარს” - ამბობს გიორგი.

ფილმების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

“ჩემი სახელია ჯო” - რეჟისორი კენ ლოუჩის მიერ 1998 წელს გადაღებულ ფილმში მოთხრობილია უმუშევარი ყოფილი ალკოჰოლიკი ჯოსა და მედდის, სარას სიყვარულის ისტორია. დრამატული ჟანრის ფილმის ხანგრძლივობა 1 საათი და 45 წუთია.

“რისკის ხარისხი” - ცნობილი ქირურგი მიხაილ ივანოვიჩ სედოვი თავისი პაციენტის ნახვის შემდეგ გადაწყვეტს გულის სარქველის შეცვლის მიზნით სერიოზული ოპერაციის გაკეთებას. თავის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტი, ექიმი სედოვი იწყებს რისკის ხარისხის გაანალიზებას.

კოლეგიური დისკუსიის შემდეგ გადაწყდა პაციენტის დაუყოვნებლივ საოპერაციოდ მომზადება. სარქვლის გადანერგვის შემდეგ ქირურგების ჯგუფს გრძელი ღამე ელით პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად…

“ქმრები” - სამი მეგობარი: ჰარი, არჩი და გასი გეგმავენ სულის გამწმენდ ვიქენდს, მათი თანატოლისა და მეგობრის, სტიუარტის უეცარი სიკვდილის შემდეგ...

“მელანქოლია” - ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად, წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამ დროს კი პლანეტა „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება... უყურეთ ონლაინ

"მარტო სახლში 2: ნიუ იორკში დაკარგული" - ოჯახთან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ-იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც სასტუმროს კლერკთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების მიუხედავად, მამამისის საკრედიტო ბარათით სასტუმროს ნომერს აიღებს. როდესაც კევინი მის ძველ მტრებს გადაეყრება, ის შეეცდება, მათ სათამაშოების მაღაზიის გაქურდვის გეგმა ჩაუშალოს...

უყურეთ ონლაინ